საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N17-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე შესრულდება.
"პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საბავშვო მოედანი, სადაც კაუჩუკის საფარზე სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდება. ასევე, ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, განთავსდება საჩრდილობელი, სკამები და LED სანათები დამონტაჟდება", - აცხადებენ გამგეობაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „გრინსერვისი+“ ასრულებს, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 205 000 ლარია გამოყოფილი.
"მიცკევიჩის ქუჩაზე...
ქუთაისში წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს.
„ქუთაისში, წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში, ქალაქის 24 საათიან წყლის მიწოდებაზე გადასვლის მიზნით, ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობს, რა დროსაც მოხდა რამდენიმე ავარიული დაზიანება. ქსელის დაზიანებამ წყლის ამღვრევა გამოიწვია. გამომდინარე აქიდან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის მიწოდება დროებით შეწყვიტა.
ამ დროისთვის ადგილზე მუშაობს ქუთაისის სერვის-ცენტრის ტექნიკური ჯგუფი და კონტრაქტორი კომპანია. სამუშაოების დასრულებისთანავე, დღის მეორე ნახევრიდან წყალმომარაგება აღდგება. გაერთაინებული...
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იქმნება ახალი ეროვნული პარკი, რომელიც სასაზღვრო ზონაში მდებარეობს.
როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე გახარიამ განაცხადა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2020 წელს გეგმავს, დაცული ტერიტორიების საერთო მოცულობა 100 000 ჰექტარით გაზარდოს.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ დღეს მივიღებთ, ეს გახლავთ - დაცული ტერიტორიების გაფართოება. მოგეხსენებათ, 2019 წელს დაცული ტერიტორიების საერთო მოცულობა, დაახლოებით, 10%-ით გაიზარდა და დღეს...
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში 2019 წელს 174 732 ლარის ჯილდო და დანამატი გაიცა. მათ შორის საკრებულოს ორ თანამშრომელს თანხა ერთ თვეში სამჯერ დაერიცხა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალქალაქის მერიაში 2019 წელს თებერვალში ჯილდო მხოლოდ საფინასო–საბიუჯეტო სამსახურის, მეორე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა მიიღო – 702 ლარი.
აპრილში კი 13 990 ლარის ჯილდო ჯამში 13 თანამშრომელს მისცეს.
დეკემბერში 137 თანამშრომელზე გაიცა 117 240...
თბილისის საკრებულოში დღეს ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის 2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს.
ცვლილებების თანახმად, თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 217 მილიონ 580 ათასი ლარით გაიზრდება და მისი მოცულობა მილიარდ 239 მილიონი ლარით განისაზღვრება.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტი იძლევა საშუალებას, მოქალაქეებისთვის მეტი პროექტი განხორციელდეს.
„დღევანდელი ბიუჯეტის ცვლილებებით კონკრეტულად მოხდება ბიუჯეტის მოცულობის ზრდა 217 მილიონი ლარით. ეს თანხები მოხმარდება რა...
ბრიტანულმა გამოცემამ, The Sun Dream Team-მა Facebook-ზე ყვარელში მდებარე სტადიონის ფოტო გამოაქვეყნა. საფეხბურთო მოედანმა ბრიტანელთა ყურადღება იმით მიიპყრო, რომ უძველესი გალავნის შიგნით მდებარეობს.
„საქართველოს მე-5 ლიგაში მოასპარეზე ყვარლის „დურუჯის“ სტადიონი უძველესი ციხესიმაგრის კედლებს შიგნით მდებარეობს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ აქ თამაშობთ!“ - წერს ბრიტანული გამოცემა.
https://www.facebook.com/dreamteamfc/photos/a.233020900050175/3077961638889406/?type=3&theater
ყვარლის ციხესიმაგრე XVI-XVIII საუკუნეებში აშენდა. ციხის რესტავრაცია 1985–1987 წლებში ჩატარდა. 2018 წელს მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
წინა სტატია
შემდეგი სტატია
აუდიტი: მესტიის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულებების პირობების შეუსაბამოდ შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
აუდიტის ჯგუფმა 2019 წლის ივლისში შერჩევით დაათვალიერა მესტიის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები. შემოწმებისას გამოვლინდა ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევები.
კერძოდ, შეუსაბამობებია შესრულებული სამუშაოების აქტებში დაფიქსირებულ მონაცემებსა და ობიექტების ფაქტობრივ მდგომარეობას შორის; ასევე, მუნიციპალიტეტს არ მიუღია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საგარანტიო თანხა და დაზიანებული ობიექტებისათვის...
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესი” განიხილეს, რომელიც კონცეპტუალური ხელოვნებისა და თანამედროვე ინსტალაციების განთავსების პროცედურებს ახლებურად აწესრიგებს.
თბილისის საკრებულოს ცნობით, ახალი წესი პირველად განსაზღვრავს კრიტერიუმებს, რომლითაც თბილისის მერიის მიზანშეწონილობის კომისია იხელმძვანელებს.
„ტერმინოლოგიური ცვლილების ინიციატორია თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია, რომელმაც 2019 წელს საქართველოს პარლამენტს მიმართა ,,კულტურის შესახებ’’...
აჭარის მთავრობის შენობასთან ადგილობრივი თამბაქოს მწარმოებლებმა და რეალიზატორებმა აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, რომ გასული წლის 21 ნოემბერს ამოქმედებული რეგულაციები მათზე აღარ გავრცელდებოდა, დღეს ისინი გააფრთხილეს, რომ დაუფასოებელი თამბაქოს რეალიზაციას ვეღარ შეძლებენ და აქციზის გადასახადიც უნდა გადაიხადონ.
„აჭარის ხელისუფლებისგან მივიღეთ დაპირება, რომ რეგულაციები ჩვენზე არ გავრცელდებოდა, მაგრამ დღეს 20-კაციანი ჯგუფი მოვიდა და გაგვაფრთხილა, რომ ხვალიდან დაუფასოებელი თამბაქოს რეალიზაცია...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს სტაჟირებას მერიის სტრუქტურულ ერთეულებში. ამის შესახებ სპექტრი წერს.
შეირჩევა 17 სტაჟიორი მერიის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:
1. ადმინისტრაციული სამსახური - 2 სტაჟიორი;
2. შიდა აუდიტის სამსახური - 2 სტაჟიორი;
3. ეკონომიკის სამსახური - 2 სტაჟიორი;
4. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 2 სტაჟიორი;
5. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - 2 სტაჟიორი;
6. იურიდიული სამსახური - 1 სტაჟიორი;
7. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის...
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე, 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.
გიორგი ზედელაშვილი სამართალდამცავ სტრუქტურებში, მათ შორის მაღალ თანამდებობებზე, 1994...
წინა სტატია
ქარელის მერიაში 2020 წლის პოლიტიკური პიარ-სტრატეგია შეიმუშავეს, რომლის ერთ-ერთი მიზანია მოსახლეობაში სამიზნე ჯგუფების გამოკვეთა და ეფექტური კომუნიკაციის წარმოება.
ბოლო პერიოდში მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა ისეთი ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მოსახლეობა მერის თანდასწრებით, მხარდაჭერას ორი ხელით გამოხატავს. ინფორმაციას და ფოტოებს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მერია მკითხველს უხსნის, რომ ამა თუ იმ სოფელში სოფლის კრებები ჩატარდა და ბიუჯეტის თანხით სხვადასხვა პროექტების...
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ორშაბათს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივებმა ბოლო პერიოდში გახშირებული ქურდობის ფაქტები გააპროტესტეს. მათი ინფორმაციით, საძოვრებიდან ათეულობით მსხვილფეხა პირუტყვი იკარგება. მოსახლეობა ხელისუფლებისგან კომპენსაციებს და პოლიციის მხრიდან გამოძიების დროულად წარმოებას ითხოვს. ამის შესახებ ტვ4 წერს.
ადგილზე მივიდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე.მუნიციპალიტეტის პირველი პირი ამბობს, რომ პრობლემის გადაჭრის გზებზე მუშაობა პოლიციის ჩართულობით მიმდინარეობს.
კერძოდ, მისი ინფორმაციით, საძოვრებზე მწყემსები არ...
წინა სტატია
მესტიის მუნიციპალიტეტი გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის კომპანიებს არ აჯარიმებდა, რის გამოც 360 ათას ლარზე მეტი დაკარგა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2017-2018 წლებში განხორციელებული 74 ინფრასტრუქტურული პროექტიდან, გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა გათვალისწინებული იყო მხოლოდ 27 შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციით.
აუდიის ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ ვერ წარადგინა განმარტება, რატომ არ იყო მოთხოვნილი გეგმა-გრაფიკი სხვა ტენდერებისათვის.
"აღსანიშნავია, რომ სატენდერო კომისია რიგ შემთხვევებში...
2019 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებზე ჯილდოს სახით 69, 297 ლარი გაიცა. ამის შესახებ გამოცემა სპექტრი წერს.
speqtri.ge-ს ოფიციალურ მიმართვაზე მუნიციპალიტეტის მერიის პასუხში ვკითხულობთ: „2019 წლის დეკემბრის თვეში, მერიის მოხელეებზე, რომელთაც შესაფასებელ პერიოდში განხორციელებული შეფასების შედეგების მიხედვით მიიღეს „კარგი“ ან „საუკეთესო“ შეფასება, გაცეული იქნა ფულადი ჯილდო, თითოეულ მოხელზე მათი ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს 50 %-ის ოდენობით.“ წახალისების ფორმად...
სტატიის გაგრძელება
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, წევრებისთვის და თავმჯდომარისთვის ერთდღიანი ტრენინგი ჩატარდა, რაშიც 2500 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ამის შესახებ საუბარია იმ ხელშეკრულებაში, რომელიც შპს „პროფესიული სწავლების ცენტრ რედლაინსა“ და მერიას შორის გაფორმდა.
ხელშეკრულების მიხედვით, ,,პროფესიული სწავლების ცენტრმა - რედლაინმა" მერიას შემდეგი სახის მომსახურება გაუწია:
შეხვედრაზე შემუშავდა 2020 წლის სტრატეგია და პოლიტიკური პიარ-გეგმა, როგორც შიდა მუნიციპალური, ასევე მოსახლეობასთან ურთიერთობის კუთხით....
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































