2019 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებზე ჯილდოს სახით 69, 297 ლარი გაიცა. ამის შესახებ გამოცემა სპექტრი წერს.
speqtri.ge-ს ოფიციალურ მიმართვაზე მუნიციპალიტეტის მერიის პასუხში ვკითხულობთ: „2019 წლის დეკემბრის თვეში, მერიის მოხელეებზე, რომელთაც შესაფასებელ პერიოდში განხორციელებული შეფასების შედეგების მიხედვით მიიღეს „კარგი“ ან „საუკეთესო“ შეფასება, გაცეული იქნა ფულადი ჯილდო, თითოეულ მოხელზე მათი ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს 50 %-ის ოდენობით.“ წახალისების ფორმად გამოიყენა ფულადი ჯილდო საკრებულომაც, რომელიც ასევე შეადგენს ერთი თვის თანამდებოებრივი სარგოს 50%-ს.
ჯამში, გასულ წელს მუნიციპალიტეტის მერიაში საახალწლოდ ჯილდოს სახით 146 ადამიანზე 59, 147 ლარი გაიცა, ხოლო საკრებულოს 20 თანამშრომელზე – 10 150 ლარი.