ქუთაისში წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

312

ქუთაისში წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს.

„ქუთაისში, წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში,  ქალაქის 24 საათიან წყლის მიწოდებაზე გადასვლის მიზნით, ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობს, რა დროსაც მოხდა რამდენიმე ავარიული დაზიანება. ქსელის დაზიანებამ წყლის ამღვრევა გამოიწვია. გამომდინარე აქიდან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის მიწოდება დროებით შეწყვიტა.

ამ დროისთვის ადგილზე მუშაობს ქუთაისის სერვის-ცენტრის ტექნიკური ჯგუფი და კონტრაქტორი კომპანია. სამუშაოების დასრულებისთანავე, დღის მეორე ნახევრიდან წყალმომარაგება აღდგება. გაერთაინებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხარებელს შექმნილი დისკომფორტის გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.