გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, კორპუსების გამრიცხველიანება დაიწყო.
"პროექტის ფარგლებში მოეწყობა სამი ახალი ჭაბურღილი და მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც თელავის მოსახლეობას წყლის მიწოდება გაუუმჯობესდებათ. პროექტს 3 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება პროექტის მეორე ნაწილზე, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავში არსებულ წყალმომარაგების ძველ სისტემებს,...
უახლოეს დღეებში საოკუპაციო ძალებმა შესაძლოა, სოფელ პერევთან (სინაგურთან) არსებული საკონტროლო -გამშვები პუნქტიც ჩაკეტონ, - ამის შესახებ ინფორმაციას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა პერევის გზის სავარაუდო ჩაკეტვის შესახებ ახალგორში რამდენიმე ადგილობრივი გააფრთხილეს.
„დღეის მდგომარეობით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პერევის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ერთადერთი იმედია, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, ახალგორიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას შეძლებენ. უცნობია, რას უკავშირდება ეს სიახლე, თუმცა ორგანიზაციის...
გორის ყოფილი საავადმყოფოს შენობა გორის მერიას გადაეცა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მიიღო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
დაუსრულებელი შენობა 2014 წელს უნდა დასრულებულიყო. ამის შესახებ სოზარ სუბარმა ჯერ კიდევ 2014 წელს ისაუბრა.
"ამ შენობის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მშენებელი გაიქცა. ქაღალდზე აჩვენა, რომ 60% იყო შესრულებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სამუშაოების მხოლოდ...
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), მწვანე ალტერნატივა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შუქრუთსა და ითხვისში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
"ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში შპს “ჯორჯიან მანგანეზთან” ადგილობრივების დაპირისპირება კვლავ განახლდა. შუქრუთის მოსახლეობა ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერსა და ნოემბერში ითხოვდა შპს „ჯორჯიან მანგანეზისგან“ იმ ზიანის კომპენსირებას, რომელიც მათ სახლებსა და საცხოვრებელ გარემოს კომპანიის საქმიანობის...
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წელს ხელისუფლებამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 100 670 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს.
როგორც EMC-ში ამბობენ, საპატრიარქოს ყველაზე მეტი მიწის ნაკვეთი გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სადაც მოსახლეობის 56 პროცენტი მუსლიმია.
"საქართველოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ 2016-2018 წლებში საპატრიარქოს...
შემდეგი სტატია
ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, სანაპირო ზოლში მდებარე ბრენდულ სასტუმროებს პლაჟები მართვაში გადაეცემა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
საკითხი ბათუმის საკრებულოში უკვე გადაგზავნილია და დეპუტატები მასზე ხვალ, 25 თებერვალს, იმსჯელებენ.
ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით პლაჟების გასხვისება არ ხდება და კერძო კომპანიების სასარგებლოდ არ დაიხურება.
ბათუმის მერიის პროექტის თანახმად, სანაპირო ზოლის ის ნაწილი მიეცემათ სასტუმროებს მართვაში, რომელიც მის წინ მდებარეობს. ინიციატივის...
გორის სოფელ ვარიანის მეურნეობის დასახლებაში მცხოვრები ეთერ ვანიშვილი აცხადებს, რომ მისთვის განკუთვნილი შეშა სხვას მიუტანეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
სოციალურად დაუცველი ეთერ ვანიშვილი ამბობს, რომ მერიამ სკოლის ეზოში ხეები გადაბელა და წაღება ერთი კვირის წინ შესთავაზა.
"მივედი, ვნახე და ისეთი მორები იყო, მე იმის არც დამჭრელი ვიყავი და არც სახლამდე მომტანი. ამის საშუალება მე არ მაქვს. ანალოგიურად შეპირდნენ...
წინა სტატია
4 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ, შესაძლოა, თბილისის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელოს, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პარტიები აქციაზე რამდენიმე ათასი ამომრჩევლის მისვლას ელოდებიან.
"4 აპრილს იქნება ძალიან კარგი სტარტი. ველოდები, რომ ხალხი გამოვა, იქნებიან რეგიონებიდანაც, მაგრამ მასობრიობას, როდესაც აქცია თბილისში ტარდება, ყოველთვის განსაზღვრავს დედაქალაქიდან მოსული მოსახლეობა. აქცია...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
“ანას ბაღს” არანაირი პრობლემა არ გააჩნია და ვერავინ გაბედავს, რომ სკვერებსა და ბაღებში მშენებლობა განახორციელოს, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე “ანას ბაღში” მიმდინარე პროცესებს. კალაძის განცხადებით, თბილისის მერია “ანას ბაღის” რეაბილიტაციას გეგმავს.
“თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული და საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ და მოატყუებენ, ეს არ გამოუვათ, არ ვამოუვათ ჩემი მერობის პირობებში. ჩვენ ყოველდღიურად...
წინა სტატია
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტრო “ახმეტელის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაცია თებერვლის ბოლოს დასრულდება.
მისი თქმით, ასევე მოწესრიგდება იქ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელიც.
"მთლიანად ხდება მიწისქვეშა გვირაბის მოწესრიგება, გადახურვა, იზოლაცია, რომ წყალი არ შევიდეს, რადგან წვიმის დროს სერიოზულ პრობლემას უქმნიდა იმ ადამიანებს, ვინც ამ გადასასვლელ გვირანში ვაჭრობს და ასევე, მათ ვინც ფეხით გადაადგილდებოდნენ. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ეს პრობლემა მთლიანად...
წინა სტატია
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსის მიღწევა მოკლე დროში უნდა მოხდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, ცვლილებების განხორციელება შეუძლებელი გახდება.
მისივე თქმით, თუ ოპოზიციასთან შეთანხმება ვერ მოხდება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება არსებული სისტემით.
“ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები. ჩვენ, მმართველმა გუნდმა დავადასტურეთ და ღიად განვაცხადეთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის. თუ რა შეთანხმება იქნება და როგორი საარჩევნო სისტემა იქნება, ამაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული მას შემდეგ,...
გორში ქვიშა-ხრეშის უნებართვოდ მოპოვების ფაქტზე 3 კომპანია დააჯარიმეს. ამის შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი წიაღის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა შეადგინეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
დაჯარიმებულები არიან შპს "ჰედეფ ჯორჯია", "ვერელი +" და "ნიკა".
ოქმის შედგენის საფუძლად მითითებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 57-ე პრიმა მუხლით, რაც წიაღით სარგებლობას, სათანადო ლიცენზიის გარეშე, გულისმობს.
მასალები სასამართლოს გადასცეს. ოქმში მოყვანილი გარემობების დამტკიცების შემთხვევაში...
წინა სტატია
ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებაზე ჯარიმა ორმაგდება. შესაბამისი ცვლილებები „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორები დეპუტატები გოგა გულორდავა და სულხან მახათაძე არიან. კანონპროექტის თანახმად, კანონდამრღვევი პირები არსებულის ორმაგი ოდენობის ჯარიმით – 100 ლარით დაისჯებიან.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებების მიხედვით, ერთ მეტრ კუბამდე მოცულობის ფეკალური მასით, ან კანალიზაციის ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500...
საქართველოში დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით, დღგ-ის საგადასახადო შეღავათები 2026 წლამდე გაგრძელდება. შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
მთავრობის მიერ მომზადებულ პროექტში აღნიშნულია, რომ 2026 წლამდე გაგრძელდება საგადასახადო კოდექსის იმ დებულებების მოქმედება, რომელიც შემოღებულია დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით და მოქმედი კანონმდებლობით 2023 წლამდე ითვალისწინებს დღგ-ში საგადასახადო შეღავათებს.
ამასთან, აღნიშნული შეღავათის საფუძველზე ზუსტდება 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2023...
წინა სტატია
მოსახლეობა „ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი სკვერის დანგრევას აპროტესტებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლების ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ განაცხადა, „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის" წარმომადგენლებმა ამ ქმედებით კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს.
მოსახლეობას, ასევე, შეუერთდნენ მოძრაობა " შეცვალეს" აქტივისტებიც.
„ერთი საათის წინ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული, რაც არის სხვისი ნივთის განზრახ განადგურება, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. თქვენ...
2020-2021 წლებში ონის მუნიციპალიტეტში 8 სოფლის გაზიფიცირება განხორციელდება. ეს სოფლებია: შარდომეთი, ფარახეთი, სევა, ახალი ჩორდი, ზუდალი, კვაშხიეთი, შრომის უბანი და წმენდაური. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, ამ დროისთვის დასრულებულია პროექტირება. მიმდინარეობს მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები, რის შემდგომაც გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი სამუშაოების შესრულებაზე.
პროექტის დასრულების ვადა 2021 წელი.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































