საქართველოში დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით, დღგ-ის საგადასახადო შეღავათები 2026 წლამდე გაგრძელდება. შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
მთავრობის მიერ მომზადებულ პროექტში აღნიშნულია, რომ 2026 წლამდე გაგრძელდება საგადასახადო კოდექსის იმ დებულებების მოქმედება, რომელიც შემოღებულია დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით და მოქმედი კანონმდებლობით 2023 წლამდე ითვალისწინებს დღგ-ში საგადასახადო შეღავათებს.
ამასთან, აღნიშნული შეღავათის საფუძველზე ზუსტდება 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 1-ელ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ხანდაზმულობის ვადაც.