თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტრო “ახმეტელის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაცია თებერვლის ბოლოს დასრულდება.
მისი თქმით, ასევე მოწესრიგდება იქ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელიც.
“მთლიანად ხდება მიწისქვეშა გვირაბის მოწესრიგება, გადახურვა, იზოლაცია, რომ წყალი არ შევიდეს, რადგან წვიმის დროს სერიოზულ პრობლემას უქმნიდა იმ ადამიანებს, ვინც ამ გადასასვლელ გვირანში ვაჭრობს და ასევე, მათ ვინც ფეხით გადაადგილდებოდნენ. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ეს პრობლემა მთლიანად იქნება მოხსნილი”,- განაცხადა კალაძემ.