გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, კორპუსების გამრიცხველიანება დაიწყო.
“პროექტის ფარგლებში მოეწყობა სამი ახალი ჭაბურღილი და მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც თელავის მოსახლეობას წყლის მიწოდება გაუუმჯობესდებათ. პროექტს 3 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება პროექტის მეორე ნაწილზე, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავში არსებულ წყალმომარაგების ძველ სისტემებს, აშენდება სამარაგო რეზერვუარები და 3 ახალი ჭაბურღილი. ასევე, რეაბილიტირდება არსებული ჭაბურღილები“,-აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.
თელავში არსებული წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.