გორის ყოფილი საავადმყოფოს შენობა მერიას გადასცეს

1119

გორის ყოფილი საავადმყოფოს შენობა გორის მერიას გადაეცა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მიიღო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. 

დაუსრულებელი შენობა 2014 წელს უნდა დასრულებულიყო. ამის შესახებ სოზარ სუბარმა ჯერ კიდევ 2014 წელს ისაუბრა.

“ამ შენობის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მშენებელი გაიქცა. ქაღალდზე აჩვენა, რომ 60% იყო შესრულებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სამუშაოების მხოლოდ 10% შეასრულა,” – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა გორში ყოფნისას.

გორის ყოფილ “ცენტრალური საავადმყოფოს” შენობაში 66 დევნილის შესახლება იგეგმებოდა. ამჟამად გორის მერია, მხოლოდ, შენობის დაცვით შემოიფარგლება.