გორში ქვიშა-ხრეშის უნებართვოდ მოპოვების ფაქტზე 3 კომპანია დააჯარიმეს. ამის შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი წიაღის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა შეადგინეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
დაჯარიმებულები არიან შპს “ჰედეფ ჯორჯია”, “ვერელი +” და “ნიკა”.
ოქმის შედგენის საფუძლად მითითებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 57-ე პრიმა მუხლით, რაც წიაღით სარგებლობას, სათანადო ლიცენზიის გარეშე, გულისმობს.
მასალები სასამართლოს გადასცეს. ოქმში მოყვანილი გარემობების დამტკიცების შემთხვევაში კომპანიები დაჯარიმდებიან 1 000-დან 1 500 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და სამართალდარღვევის ობიექტის (მყარი სასარგებლო წიაღისეულის) კონფისკაციით.