თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 181 საჯარო ბაღს ახალი კორონავირუსისგან თავის ასარიდებლად დამატებით საპრევენციო ღონისძიებები, საინფორმაციო ბროშურები და რეკომენდაციები გაუგზავნა.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, ბაღში 10:00 საათის მონაცემებით, 40-65%-იანი დასწრებაა. მათივე ინფორმაციით, როგორც წესი, ეს მაჩვენებელი ყოველდღიურად 40-70%-ის ფარგლებში მერყეობს.
სააგენტოს ცნობით, თითოეულ ბაგა-ბაღში, ბავშვთა ოდენობიდან გამომდინარე, აღსაზრდელების ჯანმრთელობას 1 ან 2 ჯანმრთელობის კოორდინატორი ამოწმებს.
როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ბაღები ამ დროისთვის...
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა არ იგეგმება, რადგან არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე. ამის შესახებ მან 26 თებერვალს იმ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შესამოწმებლად გადაიყვანეს ის მესაზღვრეები, რომლებმაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი აღმოაჩინეს. მისივე განმარტებით, ინფიცირებულ პირს საქართველოს სხვა მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონია.
"ცოტა ხნის წინ ლუგარის...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ გომისმთას დაბის სტატუსი ენიჭება.
საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე დასახლების (დაბა) გომისმთის შექმნის თაობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადება მოიწონა და შესაბამისი განკარგულება დაამტკიცა. დადებითი დასკვნა წარმოადგინა ინფრასტრუქტურის კომისიამ.
მას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია მთავრობას შუამდგომლობით მიმართავს, საქართველოს მთავრობა საბოლოოდ განსაზღვრავს გომისმთისთვის დასახლების, დაბის კატეგორიას და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში რიგით 30-ე ადმინისტრაციული ერთეული, დაბა გომისმთა იქნება.
კურორტი გომისმთა ზღვის დონიდან 2 500 მ-ზე...
წინა სტატია
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს და სავარაუდოდ, გაზაფხულის ბოლოს გაიხსნება.
სიახლე ისაა, რომ კომპანია „შპს სტადიონის“ ცნობით, ობიექტზე გარე განათების მონტაჟი დასრულდა. ამჟამად სისტემა სატესტო რეჟიმში მუშაობს და დეტალურ შემოწმებას გადის.
„განათების პროგრამული და ტექნოლოგიური მოცემულობა საშუალებას იძლევა, სტადიონის გარე ფასადი სხვადასხვა სახითა და ფორმით განათდეს. განათების პანელი დამზადებულია ალუმინისაგან და გარსს პოლიკარბონატი წარმოადგენს. კონსტრუქცია გარემო პირობების მიმართ მდგრადი...
თბილისის ვიცე მერმა „დღის ქრონიკის“ ეთერში დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე ილაპარაკა. ირაკლი ხმალაძის განმარტებით, დღეისთვის საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა.
„ზოგჯერ გაჩერებებზე მოცდის დრო 40 წუთიც არის და 50 წუთიც. როდესაც მუნიციპალიტეტი ატარებს სატრანსპორტო პოლიტიკას, რომლის მიზანია კერძო მანქანების მოხმარების შემცირება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება გაზრდა, რა თქმა უნდა ამ მიზანს მივაღწევთ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება მოქალეებისთვის იქნება...
"ანას ბაღი“ არის მუნიციპალიტეტის საკუთრება და ზედ არანაირი მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა და არც გაიცემა, ეს გეგმაში არავის არა აქვს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
მისი განმარტებით, მიწის ნაკვეთი, რომელზეც მშენებლობის ნებართვაა გაცემული, „ანას ბაღის“ გვერდით მდებარეობს.
„ინვესტორმა იკისრა ვალდებულება, რომ კეთილმოაწყოს მთლიანად ეს ტერიტორია, თუმცა მგონია, რომ დღეს კიდევ არსებობენ პირთა წრეები, რომლებიც ცდილობენ, რომ ეს...
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში კომპანია „აჭარა გრუპმა“ დასაქმების ფორუმი გამართა.
კომპანიამ დასაქმების მსურველებს სხვადასხვა ვაკანსიები შესთავაზა. მსურველების ნაწილი სასტუმრო „რუმს ყაზბეგში“ სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმდა. კომპანია თანამშრომლებს დამატებით საცხოვრებლით, კვებით და ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფს.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია დაესწრო, მისი განცხადებით რეგიონში შეიქმნება დასაქმების პორტალი, სადაც ყველა არსებული ვაკანსიისა და გადამზადების კურსების შესახებ ინფორმაცია განთავსდება.
ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, ვეკუას ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ირაკლი ბენდელიანის თქმით, მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროიზოლაციის პროექტის განხორციელებით, გადასასვლელის ქვეშ განთავსებულ კომერციულ ფართებს წვიმის შედეგად დატბორვის პრობლემა მოუგვარდება.
„წლების განმავლობაში აქ იყო ძალიან დიდი პრობლემა, რადგან მიწის ქვეშ განთავსებულ სავაჭრო ფართებში...
წინა სტატია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქართული სუფრისთვის ეროვნული სტატუსის მინიჭება ის პრაქტიკა არის, რომელსაც ბევრი ქვეყანა თავისი კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციისთვის მიმართავს.
მისივე თქმით, ქართული სუფრა არ არის ქეიფი, ეს არის ტრადიცია.
„თქვენ ნახავთ საქართველოს მთავრობის განკარგულებას, რომლითაც მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ქართულ ჭიდაობას, მრავალხმიანობას, ქართულ ანბანს. ეს არის ტრადიცია, კულტურა, ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი.
როცა სუფრაზე ვსაუბრობთ,...
წინა სტატია
წყალტუბოში დევნილებმა აქცია გამართეს. სანატორიუმ „გეოლოგში" მცხოვრები დევნილები ამჯერად იმ ობიექტებთან შეიკრიბნენ, რომელსაც დევნილთა სამინისტრო აშენებს. ადგილობრივების თქმით, ავარიულ სანატორიუმში ცხოვრობენ და ისინი პირველები უნდა გაიყვანონ ახალ ბინებში.
დევნილები აცხადებენ, რომ რთული პირობების გამო მათ ბინები ქულების გარეშე უნდა მიეღოთ, ახლა კი სამინისტოში ეუბნებიან, რომ განცხადებები დაწერონ და ბინებს ქულების მიხედვით დაელოდონ.
ადგილობრივები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
სანატორიუმში 55-მდე...
ბათუმის მერიამ სამშენებლო სექტორისთვის ახალი საფასურები დააწესა, ნაწილი კი გაზარდა. ლაშა კომახიძის ინფორმაციით ცვლილება სამი კატეგორიისგან შედგება, მათ შორის ეხება გარე-ვაჭრობას, პარკირებას და სამშენებლო მიმართულებას. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
კერძოდ, სამშენებლო კომპანიები, რომლებიც სამშენებლო არეალის გაფართოვების მიზნით ითვისებენ საზოგადოებრივ სივრცეებს და თვეობით გადაკეტილი აქვთ ტროტუარები, არათუ ყოველწლიური უმნიშვნელო, არამედ ყოველთვიური მნიშვნელოვანი გადასახადის გადახდა მოუწევთ. მაგალითად, თუ 50 კვადრატულ მეტრზე აქამდე...
გორის მერი წლის ბოლომდე ახალი ა(ა)იპ-ის შექმნას და ხალხის დასაქმებას აანონსებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების აუცილებლობა მუნიციპალური ტრანსპორტის რეგულაციის დამტკიცება განაპირობებს, რომელსაც მერია ცენტრიდან ელოდება. თავზარაშვილის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში სახელფასო ფონდიც გათვლილია, რომელიც ახალ ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა ანაზღაურებაზე გაიწერება.
"იცით, რომ 30 ტრანსპორტისთვის ვაშენებთ გორში ავტოსადგომს, ვფიქრობთ, რომ შევქმნით ახალ ა(ა)იპ-ს. რა თქმა უნდა გათვალისწინებულია...
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, გლდანში, მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების მონაკვეთი დაახლოებით, 3 კვირაში გაიხსნება.
როგორც ბენდელიანმა ადგილზე სამუშაოების დათალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაოები მიწის ქვეშ, 8 მეტრის სიღრმეში კომუნიკაციების აღმოჩენის გამო გაჭიანურდა.
„ამ ეტაპზე აქ ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები. ჩვენ აქ რამდენიმე კვირის წინ ვიყავით დედაქალაქის მერთან ერთად და დავაანონსეთ მიწისქვეშა გადასასვლელის გადახურვა, სადაც წლების განმავლობაში პრობლემა...
„მიმდინარე სამუშაოებში ჩვენ გვაქვს, დაახლოებით, 140 კილომეტრი საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობა, საიდანაც 70 კილომეტრის მშენებლობა დასრულდება უკვე 2020 წელს“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე “საქართველო და მსოდლიო 2020“ განაცხადა.
მისი თქმით, დიდ სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის გეოსტრატეგიული მდგომარეობით ვისარგებლოთ.
„ჩვენი ქვეყნის კავშირი ევროკავშირთან, სხვა ჩვენს დიდ სავაჭრო პარტნიორებთან არის აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველოს...
წინა სტატია
ბათუმის მერია გეგმავს, ზაფხულის სეზონის დაწყებამდე, ორ ცენტრალურ ქუჩაზე - ზვიად გამსახურდიასა და ნინოშვილზე ფასიანი, საათობრივი პარკირების სისტემა აამოქმედოს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მძღოლს აღნიშნულ ქუჩებზე ავტომობილის ერთი საათით გაჩერებისთვის ერთი ლარის გადახდა მოუწევთ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
საპილოტე პროგრამის განხორციელება ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორ ქუჩაზე იგეგმება, მანამდე კი ზონალური პარკირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
''სტრატეგიულ დოკუმენტში, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა, წერია, რომ გარეუბნებში...
ზუგდიდში მდებარე XI საჯარო სკოლისა და დევნილთა დასახლების გვერდზე არსებული სკოლისკენ მიმავალი გზა, რომლითაც ყოველდღიურად ათობით ბავშვი სარგებლობს დაზიანებულია, - წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი, არჩილ თოდუა, რომელიც პოსტს დაზიანებული გზის ფოტოებსაც ურთავს.
არჩილ თოდუას თქმით, აღნიშნული გზის გარშემო, კერძოდ, ლერმონტოვის ქუჩაზე ასფალტი ახლახან დააგეს, თბილისის ქუჩას კი ახლა აკეთებენ და წესით ამ მცირე მონაკვეთის აღდგენაც...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































