“ანას ბაღი“ არის მუნიციპალიტეტის საკუთრება და ზედ არანაირი მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა და არც გაიცემა, ეს გეგმაში არავის არა აქვს, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
მისი განმარტებით, მიწის ნაკვეთი, რომელზეც მშენებლობის ნებართვაა გაცემული, „ანას ბაღის“ გვერდით მდებარეობს.
„ინვესტორმა იკისრა ვალდებულება, რომ კეთილმოაწყოს მთლიანად ეს ტერიტორია, თუმცა მგონია, რომ დღეს კიდევ არსებობენ პირთა წრეები, რომლებიც ცდილობენ, რომ ეს თემა ისევ გაყიდონ ისე, რომ თითქოს ბაღის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართა გაიცა, რაც არის ძალიან დიდი ტყუილი,”- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივები კორპუსის მშენებლობის გასაპროტესტებლად აქციებს პერიოდულად მართავენ. დაპირისპირება აქ რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეებმა შესასვლელის გადაკეტვაც სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირებაც მოჰყვა.
მანამდე, ანალოგიური შემთხვევა აქციის მონაწილეებსა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის დაფიქსირდა. ადმინისტრაციული წესით რამდენიმე ადამიანიც დააკავეს.