28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით, ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადაიკეტება გზის მონაკვეთი გრიშაშვილის, დუმბაძისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაზე.  გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში მოწესრიგდება გზის საფარი, ფეხით სავალი ნაწილი და  სანიაღვრე სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ნიუ პოვერი“ ასრულებს. გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 925 ათასი ლარია გამოყოფილი. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია სამ თვეში უნდა დასრულდეს.  
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლების, ბაღების და სპორტკომპლექსების მშენებლობა/რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა. შეხვედრაზე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია დაგეგმილი მშენებლობების პირობების შესახებ. ღია კარის დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე დავით ტაბიძე და პროგრამის მენეჯერები აკაკი დევიძე და ჯაბა სირბილაძე ესწრებოდნენ. მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების, ბაღების და სპორტკომპლექსების მშენებლობა/რეაბილიტაციას არაერთ რეგიონში გეგმავს....
ნაძალადევის რაიონში, ბუაჩიძის ქუჩის შესახვევში გზის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და 1 080 კვ.მ ფართობზე იგება ასფალტის საფარი. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო. „აღნიშნული შესახვევი გურამიშვილის გამზირს აკავშირებს ბუაჩიძის ქუჩასთან და საკმაოდ ბევრი მოქალაქე სარგებლობს ამ გზით. ძალიან იყო დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც პრობლემას უქმნიდა მოსახლეობას. სარეაბილიტაციო სამუშაოები ხვალ...
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში, ჯავახიშვილის პირველ და მეორე შესახვევებში საგზაო სამუშაოები ხორციელდება. პროექტის შედეგად, 1 170 კვ. მ ფართობზე აღდგა გზის დაზიანებული საფარი, რაზეც 107 387 ლარი დაიხარჯა. ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, მაჟორიტარ დეპუტატთან საკრებულოში გიორგი მუსხელიშვილთან და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარესთან თინათინ ნიბლოშვილთან ერთად შეხვდა.
ქალაქ დუშეთში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, სადაც წლების განმავლობაში არ არსებობდა კეთილმოწყობილი წყალარინების (კანალიზაციის) სისტემა, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო, რომელსაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. დუშეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მიმდინარე პროცესი, 27 თებერვალს, მერის წარმომადგენელმა დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დუშეთის სერვისცენტრის მენეჯერმა არჩილ ჭინჭარაშვილმა შეაფასეს. მათი თქმით, ამ თანამედროვე ინფრასტრუქტურით ქუჩის მიმდებარე დასახლებაში მცხოვრები ორმოცამდე...
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა ქუჩაზე გზის საფარის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. საგზაო სამუშაოები ამჯერად, ავჭალაში, ელეფთერ ანდრონიკაშვილის II შესახვევში ჩატარდა. პროექტის შედეგად, დაახლოებით, 3 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, მოეწყო ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკები. სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან - შალვა ოგბაიძესთან და კობა კობალაძესთან ერთად გაეცნო. „გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ვახორციელებთ, რომელთა...
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია, ბაღჩეული პროდუქტებისთვის 20 ცალ სათბურის კონსტრუქციას ყიდულობს. ტენდერი 33 000 ლარზე 24 თებერვალს უკვე გამოცხადდა და წინადადებების მიღების ვადა ოთხ მარტს იწურება. ამის შესახებ გამოცემა სპექტრი წერს. როგორც მერიის საზოგადეობასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა კოკა ფილიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, კონსტრუქციების შესყიდვა ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში ხორციელდება. „ახალგაზრდები წერენ მცირეთანხიან ბიზნესგეგმებს. რამდენიმეს ჰქონდა იდეა, რომ სათბური გაეკეთებინა და ამაში დახმარება სჭირდებოდა,“-...
video
თელავის თვითმმართველობამ ტრადიციას არც წელს უღალატა და თანამშრომლები გულუხვად დააჯილდოვა. თელავის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ საჯარო მოხელეები კარგი მუშაობისთვის წაახალისეს და 137 ათას ლარზე მეტი დაურიგეს. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, ჯილდოს დარიგებამ ოპოზიციისა და მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ლეიბორსიტული პარტიის შეფასებით, თანამშრომლები მთელ დღეს სოციალურ ქსელში ატარებენ და მათ ჯილდო არ ეკუთვნოდათ.
გორის მერიას, ცხინვალის გზატკეცილზე მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაცვის მომსახურების შესყიდვას უტენდეროდ სურს. ამისთვის უწყება 50 000 ლარი გადახდას აპირებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.  გორის მერია გამარტივებული შესყიდვის საჭიროებაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერილობით განმარტებას უგზავნის. "გორში, ცხინვალის გზატკეცილი N14-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ყოფილი საავადმყოფოს შენობა, რომლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო ჩამონგრეული ნაწილები მწვავედ ავარიული. შესაბამისად,...
წინა სტატია შემდეგი სტატია ქუთაისში ცნობილი "ბუჩქების საქმეზე" კიდევ ერთი აქტივისტი დააჯარიმეს. მერიამ "გაბედეს" აქტივისტს მიხეილ გეგეშიძეს ათასლარიანი ჯარიმა გამოუწერა. საქმესთან დაკავშირებით სასამართლო მოსმენა დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. ამის შესახებ ნიუპოსტი წერს.  მიხეილ გეგეშიძის თქმით, მერიამ მისი დაჯარიმება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მერიის წინ გამართულ აქციაში მიიღო მონაწილეობა. "2 თვის წინანდელ საქმეზე ახლა მომივიდა ათას ლარიანი ჯარიმა. ეს საქმე მას შემდეგ გაახსენდათ,...
რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება აღსაზრდელებისთვის თავისუფალ დასწრებას აცხადებს. ამის შესახებ გაერთიანების ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდიდან გახდა ცნობილი. გაერთიანებაში კი, მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. გაერთიანება განმარტავს, რომ თავისუფალი დასწრება მშობელთა თხოვნის საფუძველზე გამოცხადდა. „რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება 2 მარტიდან პირველ აპრილამდე ბავშვებს მიიღებს თავისუფალი დასწრების რეჟიმით. თავისუფალ დასწრება არ ცხადდება ჯანმრთელობის სამინისტროს რეკომენდაციით, რადგან ქვეყანაში ამ ეტაპზე არ არსებობს რამე ტიპის ვირუსული პანდემიის საფუძველი. თავისუფალი დასწრება ცხადდება მხოლოდ...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მორიგ პროექტს იწყებს. საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ ინიციატივით გამოცემული სანოტო კრებული, რომელიც სმენის დარღვევის მქონე ბავშვების სმენითი უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული, სააღმზრდელო მეთოდოლოგიაში დაინერგება. თბილისის მერიის ცნობით, ამ მიზნით, კრებულის პრაქტიკაში გამოყენების ძირითადი პრინციპების გასაცნობად ფონდის მუსიკა-თერაპევტებმა თბილისის ბაღების მუსიკის პედაგოგებისთვის ვორკშოპი გამართეს. ღონისძიებაზე ფონდისა და სააგენტოს წარმომადგენლებმა პროექტის მიზნებზე ილაპარაკეს, ასევე შეთანხმდნენ იმ...
ხაშურის მერიის მიერ დაგეგმილი მასშტაბური პროექტის განხორციელება 2020 წლისთვის საფრთხის ქვეშაა. მერია 1 სექტემბრამდე 20 სკოლის რეაბილიტაციას გეგმავს. თუმცა, ამ სკოლების მდგომარეობის შესახებ დოკუმენტები არ შეუდგინეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.  2019 წლის ოქტომბერში კომპანია "ფროჯექთ გრუფს", ოცი სკოლის შესახებ, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების წარმოება დაავალეს. "ფროჯექთ გრუპმა" ოცი სკოლის ნაცვლად, მერიას მხოლოდ სამი სკოლის პროექტი წარუდგინა, ისიც არასრულყოფილი. ხაშურის მერია...
კორონავირუსით საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქის დაინფიცირების გამო, დეფაქტო სამხრეთ ოსეთმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. ამის შესახებ განცხადებას ანატოლი ბიბილოვის ადმინისტრაცია ავრცელებს. დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, დაიკეტა ,,სინაგურის" საგუშაგო, რომელიც პერევის მიმართულებითაა გახსნილი. რაც შეეხება ,,მოსაბრუნის"  (რაზდახანი) საგუშაგოს, (ახალგორის რაიონი), აქ ისედაც მოძრაობა შეზღუდული იყო. "ვირუსი მოდებულია მთელ მსოფლიოს. ახლა გამოვლინდა მეზობელ საქართველოში. ეს სერიოზული მიზეზია იმისა, რომ რესპუბლიკას ოპერატიული ზომები გაატაროს" -...
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის 7 ბრიგადიანი შენობა ჭონქაძის ქუჩაზე დღეს გაიხსნა. ახალი შენობის გახსნას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დაესწრო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.  გორის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულებამ 430 945 ლარი შეადგინა. უწყების ცნობით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ახალი შენობის ფართობი 298 161 კვადრატული მეტრია. შენობაში განხორციელდა შიდა წყალსადენისა და კანალიზაციის, ელექტრო...
ქუთაისის ბიუჯეტში მეორე ცვლილება შევიდა. რეგფონდიდან (რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან) გამოყოფილი თანხით ბიუჯეტი 1 415 000 ლარით გაიზარდა. საკითხს მხარი საკრებულოს დეპუტატებმა 29-ე სხდომაზე დაუჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.  ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის, დავით ნიშნიანიძის განმარტებით, 1 243 000 ლარი ქუთაისში ავტობუსების პარკის მშენებლობისათვის, ხოლო 172 600 ლარი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობისათვის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ