ქუთაისის მერიამ რეგფონდიდან 1 415 000 ლარი მიიღო

504

ქუთაისის ბიუჯეტში მეორე ცვლილება შევიდა. რეგფონდიდან (რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან) გამოყოფილი თანხით ბიუჯეტი 1 415 000 ლარით გაიზარდა. საკითხს მხარი საკრებულოს დეპუტატებმა 29-ე სხდომაზე დაუჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს. 

ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის, დავით ნიშნიანიძის განმარტებით, 1 243 000 ლარი ქუთაისში ავტობუსების პარკის მშენებლობისათვის, ხოლო 172 600 ლარი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობისათვის დაიხარჯება.

მეორე ცვლილების შემდეგ, ბიუჯეტი 77 773 900 ლარს შეადგენს.