თელავის თვითმმართველობამ თანამშრომლებზე 137 ათასი ლარი ჯილდო გასცა

688

თელავის თვითმმართველობამ ტრადიციას არც წელს უღალატა და თანამშრომლები გულუხვად დააჯილდოვა. თელავის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ საჯარო მოხელეები კარგი მუშაობისთვის წაახალისეს და 137 ათას ლარზე მეტი დაურიგეს. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, ჯილდოს დარიგებამ ოპოზიციისა და მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ლეიბორსიტული პარტიის შეფასებით, თანამშრომლები მთელ დღეს სოციალურ ქსელში ატარებენ და მათ ჯილდო არ ეკუთვნოდათ.