რუსთავის ბაღებში 2 მარტიდან თავისუფალი დასწრება გამოცხადდა

620

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება აღსაზრდელებისთვის თავისუფალ დასწრებას აცხადებს. ამის შესახებ გაერთიანების ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდიდან გახდა ცნობილი. გაერთიანებაში კი, მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

გაერთიანება განმარტავს, რომ თავისუფალი დასწრება მშობელთა თხოვნის საფუძველზე გამოცხადდა.

„რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება 2 მარტიდან პირველ აპრილამდე ბავშვებს მიიღებს თავისუფალი დასწრების რეჟიმით.

თავისუფალ დასწრება არ ცხადდება ჯანმრთელობის სამინისტროს რეკომენდაციით, რადგან ქვეყანაში ამ ეტაპზე არ არსებობს რამე ტიპის ვირუსული პანდემიის საფუძველი. თავისუფალი დასწრება ცხადდება მხოლოდ და მხოლოდ მშობელთა მრავალრიცხოვანი თხოვნის საფუძველზე“, – ნათქვამია განცხადებაში.