გორში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გაიხსნა

953

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის 7 ბრიგადიანი შენობა ჭონქაძის ქუჩაზე დღეს გაიხსნა. ახალი შენობის გახსნას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დაესწრო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

გორის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულებამ 430 945 ლარი შეადგინა.

უწყების ცნობით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ახალი შენობის ფართობი 298 161 კვადრატული მეტრია.

შენობაში განხორციელდა შიდა წყალსადენისა და კანალიზაციის, ელექტრო მომარაგების, ვიდეო მეთვალყურეობის, კომპიუტერული და სატელეფონო ქსელის, ვენტილაციის, გათბობა – გაგრილების, სახანძრო სიგნალიზაციის და საქვაბის მოწყობილობის სამონტაჟო სამუშაოები.

ამ დრომდე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახური სუხიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზეა განთავსებული, რაც თანამედროვე სტადარტების მიხედვით მიუღებელია. აღნიშნულ ფართი ორგანიზაციას 2014 წლიდან აქვს ნაქირავები.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა.