დუშეთში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე წყალარინების სისტემის მოწყობა დაიწყო

464

ქალაქ დუშეთში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, სადაც წლების განმავლობაში არ არსებობდა კეთილმოწყობილი წყალარინების (კანალიზაციის) სისტემა, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო, რომელსაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მიმდინარე პროცესი, 27 თებერვალს, მერის წარმომადგენელმა დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დუშეთის სერვისცენტრის მენეჯერმა არჩილ ჭინჭარაშვილმა შეაფასეს. მათი თქმით, ამ თანამედროვე ინფრასტრუქტურით ქუჩის მიმდებარე დასახლებაში მცხოვრები ორმოცამდე ოჯახი შეზღუდვის გარეშე ისარგებლებს.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მოასფალტების პროცესი დაიწყება.