ქუთაისში, 28 თებერვლიდან გრიშაშვილის, დუმბაძისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაზე გზა გადაიკეტება

455
28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით, ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადაიკეტება გზის მონაკვეთი გრიშაშვილის, დუმბაძისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაზე.  გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში მოწესრიგდება გზის საფარი, ფეხით სავალი ნაწილი და  სანიაღვრე სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ნიუ პოვერი“ ასრულებს.

გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 925 ათასი ლარია გამოყოფილი. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია სამ თვეში უნდა დასრულდეს.