ნაძალადევის რაიონში, ბუაჩიძის ქუჩის შესახვევში ასფალტის საფარი იგება

545

ნაძალადევის რაიონში, ბუაჩიძის ქუჩის შესახვევში გზის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და 1 080 კვ.მ ფართობზე იგება ასფალტის საფარი. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო.

„აღნიშნული შესახვევი გურამიშვილის გამზირს აკავშირებს ბუაჩიძის ქუჩასთან და საკმაოდ ბევრი მოქალაქე სარგებლობს ამ გზით. ძალიან იყო დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც პრობლემას უქმნიდა მოსახლეობას. სარეაბილიტაციო სამუშაოები ხვალ დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 70 000 ლარს დახარჯავს.