მერიის თანამშრომლები გორისა და ატენის ეპარქიასთან მდებარე უფასო სასადილოს ბენეფიციარებს კუთვნილ სადილს სახლებში მიუტანენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა ავრცელებს. პირველი სადილი მერიის თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით შეძენილი კონტეინერებით დღეს დაარიგეს. "აქციით ამ ეტაპზე 20-მა ოჯახმა ისარგებლა, თუმცა ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში მოხალისეები შეძლებენ დააკმაყოფილონ ყველას მოთხოვნა."-განმარტავენ მერიაში. უწყების ინფორმაციით, გორის მერიის თანამშრომლებს, რომლებიც აქციაში  მოხალისეებად არიან ჩართულნი, გავლილი აქვთ ყველა ინსტრუქცია, რითაც შეუძლიათ...
შემდეგი სტატია 7 უმთავრეს პროდუქტზე ფასების ზრდა არ მოხდება, - ამის შესახებ პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, შესაბამისი დავალება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისცა, რომელსაც აღნიშნულთან დაკავშირებით ბიზნესთან კონსულტაციები დაევალა. „პრემიერმინისტრის მხრიდან იქნა გაცემული დავალება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყოს ბიზნესთან კონსულტაციები, რათა 7 უმთავრეს პროდუქტზე იქნეს შენარჩუნებული ფასები და...
გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასა და ოზურგეთის მერის მოადგილესთან ირაკლი სირაძესთან ერთად, სურსათის მარაგებთან დაკავშირებული ვითარების გასაცნობად, ქალაქ ოზურგეთის სუპერმარკეტებში იმყოფებოდა. ინფორმაციას გურიის მოამბე აქვეყნებს. რწმუნებულმა ინფორმაცია სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელებისგან ადგილზე მიიღო. აღინიშნა, რომ გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, სურსათის მარაგების პრობლემა ქსელში არ აქვთ და არც ჰქონიათ. „მინდა მოვუწოდო ყველას, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არანაირი პანიკის საფუძველი რეგიონში არ...
თბილისის მერი, კახა კალაძე მოხალისეობის მსურველებს მიმართავს. როგორც კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოხალისეობის მსურველებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე და უნდა დატოვოთ მონაცემები და ისინი მოგვიანებით წითელი ჯვრის მეშვეობით გადამზადდებიან. „დღეს საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მდგომარეობასთან და სწორად რეალიზებას საჭიროებს ის მოწოდება, რომ რიკს ჯგუფში მყოფ ადამიანებს დავეხმაროთ. ძალიან მნიშვნელოვანია მოხალისეების საკითხი, საქმის სწორი ცოდნა და მოხალისეების უსაფრთხოება. მოვუწოდებ ყველას, ვისაც სურვილი...
ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები გადატვირთულია, - ინფორმაციას და ფოტოებს აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. "ვიცი რთულია კარგი გამოსავლის პოვნა, მაგრამ ეს ძალიან ცუდი გამოსავალია.. არ ვაპირებ ვინმეს გაკრიტიკეაბს, ამის დრო არ გვაქვს დღეს, მაგრამ ეს რატომ ხდება? ვიცი პასუხია "ყველამ სახლში დარჩით", ასეც იქნება თუ ხალხი სამსახურში აღარ იქნება წასასვლელი,"- წერს "ფეისბუქზე" ბათუმის მკვიდრი მინდია ფუტკარაძე. უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებთ, ქვეყნის მასშტაბით, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა შეიზღუდა.  https://www.facebook.com/mindia.futkaradze/posts/1532581403571669        
თბილისი მერი კახა კალაძე სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ანაზღაურების საკითხს ეხმაურება. როგორც კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ანაზღაურებასთან დაკავშირებით რამდენიმე მიმართლებით, საბანკო სექტორის ჩართულობით მუშაობენ და მძღოლები „ასეთ რთულ პერიოდში ანაზღაურების გარეშე არ დარჩებიან“ . „სამარშრუტო ტაქსების მძღოლებთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით, საბანკო სექტორის ჩართულობით და გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ...
გორში, ბარნოვის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო სასმელი წყლის მილი დაზიანდა. ამ დროისთვის სასმელი წყალი ქალაქის ნაწილს არ მიეწოდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. როგორც წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, დაზიანების აღმოსაფხვრელად უკვე მუშაობენ და წყლის მიწოდება მაქსიმალურად მოკლე ხანში აღდგება.
ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, „მადლიერების სახლის“ 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა ბენეფიციარებს სახლებში მოხალისეები მიაკითხავენ და საკვებს მიუტანენ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, 70 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაცემული იქნა რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და შეეცადონ, საკუთარი თავის იზოლაციას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის. ამ რეკომენდაციის შესაბამისად, ქუთაისის მერიაში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ „მადლიერების სახლის“ 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა ბენეფიციარებს...
სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების გამო, 31 მაისამდე საერთაშორისო მნიშვნელობის, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის, მხოლოდ სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის დროებით ჩაკეტვაა საჭირო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დროის ამ მონაკვეთში სატვირთო ავტოტრანსპორტი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის და სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზებით ისარგებლებს. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ6-კმ14 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების გამო, საჭიროა, 2020 წლის 31 მაისამდე საერთაშორისო...
აჭარაში სამარშრუტო ტაქსების აკრძალვაზე მუნიციპალიტეტებმა "ფეისბუქ" გვერდებზე განმარტებები გააკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  17 მარტს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საკოორდინაციო საბჭომ  გადაწყვეტილება მიიღო - მომეტებული საფრთხის გამო აიკრძალოს სამარშრუტო ტაქსების მუშაობა. აჭარის მასშტაბით ათასობით სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს, თუმცა ქალაქებში პარალელურად მუნიციპალური ავტობუსები ფუნქციონირებს. მაღალმთიან აჭარასა და სოფლებში ამ ტიპის ტრანსპორტი არ არსებობს. უცნობია უკიდურესი...
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქალაქში არსებული ის საწყობები მოინახულა, სადაც სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტებია დასაწყობებული. მერიის ინფორმაციით, ქალაქში მოქმედი სუპერმარკეტების ქსელებში და ცალკეულ მარკეტებში დღემდე არ შეინიშნება დეფიციტი და შესაბამისად, მოქალაქეებს ჩვეული წესით შეუძლიათ ყველაფრის შეძენა. "პანდემიასთან ბრძოლის პირობებში მოქალაქეებს ხშირად უჩნდებათ სხვადასხვა შიშები, მათ შორის საკვების მარაგის ამოწურვის შიში. ჩვენ რამდენიმე დიდი საწყობი ვნახეთ და დავრწმუნდით, რომ ქალაქში საკვები...
ჩვენი გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებას დროებით წყვეტს მერიის რაიონულ მომსახურების ცენტრები და მუშაობას მხოლოდ მერიის ცენტრალური ოფისის სერვისცენტრი გააგრძელებს, რომლის პერსონალიც უკონტაქტო მომსახურებაზე გადავა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მომსახურების ახალი წესის თანახმად, ცენტრალური სერვისცენტრის მისაღებში, აღარ მოხდება მოქალაქეების თავშეყრა, არამედ ისინი რიგს დაიკავებენ გარეთ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეეძლება მისაღებში ერთდროულად შესვლა. „მისაღებში მოქალაქეებს ნაცვლად...
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასწავლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებული რეკომენდაცია დამოკიდებული იქნება ვირუსის გავრცელებაზე. მინისტრის განმარტებით, თუ ქვეყანაში იქნება ვირუსის მაღალი გავრცელება, არდადეგების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია აუცილებლად გაიცემა. „რეკომენდაცია ცალსახად დამოკიდებულია ვირუსის გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში. თუ ჩვენ გვექნება მაღალი მატება, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა იყოს შეჩერებული და გადავადებული კიდევ ერთხელ. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო ინტენსიურად...
ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, მრავალბინიან კორპუსებში და დევნილთა დასახლებებში დეზინფექცია ჩატარდება, - ამის შესახებ ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ვცდილობთ იმ ობიექტების დეზინფექციას, რომელიც პირველ რიგში სადაც არის ვირუსის გავრცელების მეტი რისკი, ასეთ ადგილები არის მრავალბინიანი კორპუსები და დევნილთა ჩასახლებები, სადაც ხვალ 12 საათიდან დაიწყება სადარბაზოების დეზინფექცია სრულად. ასევე ყველაგან სადაც გვექნება შესაძლებლობა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში დეზინფექციას...
მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იზღუდება როგორც რეგიონებში, ისე ქალაქებს შორის, - ამის შესახებ droa.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ პროცესში სახელმწიფო რწმუნებულები შესაბამის უწყებებთან სრულ კოორდინაციაში იმოქმედებენ. სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ამ თვალსაზრისით სტანდარტები შიდა ქართლის რეგიონშიც მაქსიმალურად გამკაცრდება. „ჩვენ ადგილზე გვექნება კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სამსახურებთან და ადეკვატურ ღონისძიებებსა და გადაწყვეტილებებს მივიღებთ. უკიდურესი აუცილებლობის...
სამცხე-ჯავახეთის სახელმწფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის თქმით, მიკროავტობუსების მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვები სამცხე-ჯავახეთის რეგიონშიც ამოქმედდება. "ტრანსპორტთან და სხვა საკითხების თაობაზე ხვალ დილით მაქვს შეხვედრა მუნიციპალიტეტბის მერებთან და სამსახურის უფროსებთან, რა თქმა უნდა ყველა რეგულაცია ამოქმედდება ჩვენს რეგიონში. ასევე, ვისაუბრებთ ალტერნატიულ გზებზეც“, - განაცხადა 17 მარტს, ბესიკ ამირანაშვილმა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ დღეიდან, 18 მარტიდან მიკროავტობუსების გადაადგილება აკრძალა.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ