კახა კალაძე მოხალისეობის მსურველებს მიმართავს

542

თბილისის მერი, კახა კალაძე მოხალისეობის მსურველებს მიმართავს.

როგორც კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოხალისეობის მსურველებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე და უნდა დატოვოთ მონაცემები და ისინი მოგვიანებით წითელი ჯვრის მეშვეობით გადამზადდებიან.

„დღეს საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მდგომარეობასთან და სწორად რეალიზებას საჭიროებს ის მოწოდება, რომ რიკს ჯგუფში მყოფ ადამიანებს დავეხმაროთ. ძალიან მნიშვნელოვანია მოხალისეების საკითხი, საქმის სწორი ცოდნა და მოხალისეების უსაფრთხოება. მოვუწოდებ ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს მოხალისეებში, გაწევრიანდეს და მიიღოს მონაწილეობა მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. მიმართეთ მერიის ცხელ ხაზსს, სადაც ჩვენ მივიღებთ ინფორმაციას თქვენზე და მოგვიანებით დაგიკავშირდებით“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მოხალისეთა გადამზადება წითელი ჯვრის მეშვეობით მოხდება.

„მივმართავ ახალგაზრდებს, განურჩევლად სქესისა და პოლიტიკური შეხედულებისა, მიმართეთ მერიის ცხელ ხაზსს, წითელი ჯვრის მეშვეობით მოხდება თქვენი გადამზადება, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ჩვენს მიერ დაგეგმილ ამა თუ იმ ღონისძებაში მონაწილეობისთვის. დაგიდგებით გვერდში, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას“,- განაცხადა კალაძემ.