31 მაისამდე სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

436

სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების გამო, 31 მაისამდე საერთაშორისო მნიშვნელობის, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის, მხოლოდ სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის დროებით ჩაკეტვაა საჭირო.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დროის ამ მონაკვეთში სატვირთო ავტოტრანსპორტი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის და სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზებით ისარგებლებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ6-კმ14 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების გამო, საჭიროა, 2020 წლის 31 მაისამდე საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის დროებით ჩაკეტვა მხოლოდ სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის.

სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დროის ამ პერიოდში განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზების გამოყენებით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.