გორში მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდა

449

გორში, ბარნოვის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო სასმელი წყლის მილი დაზიანდა. ამ დროისთვის სასმელი წყალი ქალაქის ნაწილს არ მიეწოდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

როგორც წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, დაზიანების აღმოსაფხვრელად უკვე მუშაობენ და წყლის მიწოდება მაქსიმალურად მოკლე ხანში აღდგება.