ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 500 კაციანი ღონისძიების ჩატარება იგეგმება, არ ადასტურებს ადმინისტრაციულ ერთეულში თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებლის ინფორმაციით, მის ნათესავს, რომელიც ადგილობრივი მაცხოვრებელია, დაუკავშირდნენ და სოფელ ყარაჯალაში 500 კაციანი ღონისძიების ჩატარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მან ინფორმაცია პოლიციას და შესაბამის სამსახურებს უკვე...
საქართველოს აგრარული ბაზარი ძირითადად მარაგდება ქვემო ქართლიდან. შესაძლებელია, რომ სხვადასხვა ბაზრებზე მყოფ ხალხს ქონოდა კავშირი მარნეულიდან ჩამოსულ ადამიანებთან, ვინც ყიდულობენ და შემდეგ ყიდიან პროდუქციას. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. ნუგზარ ბეჟანოვი, სოფელ ყარაჯალას მკვიდრი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი: „შესაძლებელია, რომ საკოლმეურნეო ბაზრობაზე არსებული ხალხი იყოს მარნეულის ხალხთან კავშირში. ის ხალხი, რომლებსაც ჰქონდათ მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეებთან კავშირი, უნდა მიმართონ საავადმყოფოებს და...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, კახა ჯამბურიას ინფორმაციით, სოფელ კაბალში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმ ინფორმაციის მოსაძიებლად, ჰქონდათ თუ არა მარნეულთან კონტაქტი ადგილობრივებს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.  პარალელურად კორონავირუსისგან თავის დასაცავად მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, მათ შორის კაბალშიც, მოსახლეობის აქტიური ინფორმირება მიმდინარეობს. ამ დროისთვის სოფელ კაბალში მერიის ინიციატივით, უბნებში სპეციალური მანქანებით და რუპორებით მიმდინარეობს მოსახლეობის ინფორმირება, როგორ დაიცვან თავი ვირუსისგან. ,,კაბალში ისევე როგორც მუნიციპალიტეტის...
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კოორდინებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედიკოსებთან ერთად, COVID-19- ის პრევენციის ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული მოხალისეები, რომელთა გადამზადებას წითელი ჯვარი ახდენს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს, 45 მოხალისე, ამ ეტაპზე, ა(ა)იპ სოციალური მომსახურების ცენტრის 300 ბენეფიციარისთვის საკვების შინ მიტანას თვითიზოლაციის წესებისა და მთავრობის რეგულაციების დაცვას აკონტროლებს. მოხალისეები ჩართული არიან სავაჭრო ობიექტებსა და ბანკომატებთან რიგების მოწესრიგებაში. „კორონავირუსის პრევენციის მიზნით,...
მარნეულში მომხდარი ფაქტის შემდეგ, კახეთში აზერბაიჯანულ დასახლებებში განსაკუთრებული ღონისძიებების გატარება დაიწყო. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ექიმებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ დაადგინონ აზერბაიჯანულ სოფლებში მაცხოვრებლებს ჰქონდათ თუ არა კავშირი მარნეულში მაცხოვრებლებთან. კიდევ უფრო მეტი ინფორმირებულობისთვის ექიმები ეთნიკურ აზერბაიჯანელენს კორონავირუსის სინპტომების შესახებ დამატებით ინფორმაციას საკუთარ ენაზე მიაწვდიან. შეგახსენებთ, რომ გუშინ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი...
ბათუმის საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათის გაცემა დაიწყო. ბათუმის მერიის ცნობით, პროცესის მონიტორინგის მიზნით, ბათუმის მერი, მერის მოადგილე და ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი რამდენიმე საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ. ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მშობლებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ისინი მაქსიმალურად ითვალისწინებენ რეკომენდაციებს და აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტის გაცემა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი წესების დაცვით ხორციელდება. „მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში ჩვენი აღსაზრდელებისათვის სასურსათო კალათების გაცემა დავიწყეთ....
გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ დიდ სოფელში, კორონავირუსის გავრცელებისგან პრევენციის მიზნით, 92-წლის ასაკში გარდაცვლილი მამაკაცის საპატივსაცემოდ გაშლილი ქელეხის სუფრა გააუქმებინეს. პოლიცია ირწმუნება, რომ ჭირისუფლები რეკომენდაციას გაგებით მოეკიდნენ. სოფლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რეკომენდაცია მაშინ მისცეს, როდესაც დაკრძალვაზე დაპატიჟებული მოქალაქეები სუფრასთან ჯერ არ ისხდნენ. შემთხვევა სამშაბათს, 2020 წლის 17 მარტს მოხდა. აღნიშნულ სოფელში, 2000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. „როდესაც პოლიციამ შეიტყო ფაქტის შესახე,ბ მივიდა ადგილზე და მისცა რეკომენდაცია,...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები მოქალაქეების დასახმარებლად ხელისუფლება მზადაა, თუმცა დახმარების აღმოჩენა გადასასვლელი პუნქტების დაკეტვის გამო ვერ ხერხდება. „ჩვენ ვართ მაქსიმალურად ღია და გახსნილი იმისათვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს რომლებიც არიან საოკუპაციო ხაზს მიღმა მაქსიმალურად დავეხმაროთ, ამაში ჩართული გვყავს საერთაშორისო პარტნიორები. ამის ცალკეული შემთხვევები ხერხდება, მაგრამ ძირითად შემთხვევებს ვერ ვახერხებთ, გამომდინარე იქიდან რომ ოკუპირებულ რეჟიმს...
შინაგან საქმეთა სამინისტრო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო შეზღუდვებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები შეასრულონ. “საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს. მუნიციპალიტეტში, მოსახელობისთვის ცხოვრების ჩვეული რიტმის ცვლილებამ შექმნა უჩვეულო სიტუაცია, რის გამოც ადგილობრივი მოქალაქეები რიგ შემთხვევებში გარკვეულ შფოთს გამოხატავენ. თუმცა მათთან...
წინა სტატია შემდეგი სტატია საქართველოს მთავრობის მიერ დღეს გამოცემული დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით იკრძალება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია. იკრძალება, ასევე, საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. "ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელ მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს", - ნათქვამია დადგენილებაში. დოკუმენტის...
წინა სტატია შემდეგი სტატია საქართველოს მთავრობის მიერ დღეს გამოცემული დადგენილების თანახმად, იკრძალება ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, მათ შორის, კონცერტები, სპექტაკლები, დროებითი და მუდმივი გამოფენები, რეპეტიციები, გასტროლები, მასტერკლასები, ტრენინგები და კონფერენციები, გარდა დისტანციური ფორმისა. იკრძალება, ასევე, ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის,  შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია,...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოხალისეები თანაქალაქელებს აქტიურად ეხმარებიან - 56 გადამზადებული მოხალისე საკვებ პროდუქტებს ყოველდღიურად ურიგებს სათნოების სახლის ბენეფიციარებს და 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახების საჭირებების კვლევა, რათა დროულად გაეწიოთ შესაბამისი დახმარება, - ამის შესახებ ნათქვამია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, დღეს საკვები პროდუქტები რამდენიმე მოქალაქეს თავად მუნიციპალტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა გადასცა. „მოხალისეების რიცხვი...
შემდეგი სტატია საქართველოს მთავრობის მიერ დღეს გამოცემული დადგენილების თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 2020 წლის 21 აპრილამდე შეჩერდება. ზოგადასაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სასწავლო პროცესი უნდა განხორციელოს დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით, თუ ასეთის შესაძლებლობა არსებობს. დადგენილების თანახმადვე, 2020 წლის 21 აპრილამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები უნდა გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი აუცილებლობის გარდა. აიკრძალა, ასევე, ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია,...
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ხვალ 40 ერთეული შემასხურებელი აგრეგატის მეშვეობით შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. როგორც ლიპარტიამ მარნეულის მინიციპალიტეტის გამშვებ პუნქტთან ჟურნალისტებს განუცხადა, შემასხურებელი აგრეგატები დღეს დასავლეთიდან ჩამოაქვთ, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიაზე განთავსდება, ხვალიდან კი მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას დაიწყებენ. მისი თქმით, მუნიციპალიტეტებში სავარაუდოდ, კონკრეტულ ლოკაციებზე მითითების შესაბამისად მოხდება სადეზინფექციო სამუშაობის...
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს მარნეულსა და ბოლნისში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ. ამის შესახებ ინტერპრესნუსი წერს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რეგიონში, ძირითად გზებზე განთავსებულია 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგო, რომლის დახმარებითაც რეგიონში მოძრაობა კონტროლდება. ასევე, კონტროლდება მეორეხარისხოვანი გზები, სადაც განთავსებულია მობილური საგუშაგოები. ასევე, მუდმივი კონტროლი ხორციელდება...
ჯანდაცვის მინისტრის, ეკა ტიკარაძის თქმით, ხვალიდან, 24 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის სწრაფი ტესტების პირველ პარტიას შემოიტანენ და 25 მარტიდან უკვე მოსახლეობის შემოწმება დაიწყება. "ხვალ, 24 მარტს სწრაფი ტესტების შემოტანას ველოდებით, რაც ნიშნავს, რომ ოთხშაბათიდან შეგვეძლება, დავიწყოთ მოსახლეობის ტესტირება. ეს ჩვენს ექიმებს და ეპიდემიოლოგებს დაეხმარება, დროულად აღმოაჩინონ კორონავირუსის შემთხვევა. ტესტების შემოტანა მოხდება 4 ეტაპად. პირველ ეტაპს ველოდებით ხვალ. რაოდენობა არის საკმარისი, რომ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ