მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ეთერ ლაფერაძის თქმით, მარნეულის მოსახლეობას დილიდან ეპიდემიოლოგები და ოჯახის ექიმები ინტენსიურად ამოწმებენ. "დილის 9 საათიდან მობილური ჯგუფები, ეპიდემიოლოგები და ოჯახის ექიმები გავიდნენ მოსახლეობაში და ინტენსიურად მიმდინარეობს მოქალაქეების შემოწმება. გუშინ კორონავირისით ინფიცირებულ ქალთან უშუალო კონტაქტში მყოფი პირები გადამოწმდნენ და მათგან მხოლოდ ერთს ჰქონდა მცირე ტემპერატურა, ის თვითიზოლაციაში რჩება და მედიკოსების მხრიდან ინტენსიური...
დღეიდან საქართველოს მთავრობის დავალებით, კომპანია „საქართველოს ფოსტის“ კურიერებმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის, რომლებიც ჩართული არიან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სამთავრობო პროგრამაში, კუთვნილი მედიკამენტების სახლში მიტანის სერვისი დაიწყეს. მედიკამენტებთან ერთად პენსიონერებმა ასევე მიიღეს ადგილობრივი წარმოების პირბადეები, რომლებიც მთავრობის დაკვეთით კერძო სამკერვალო საწარმოებმა დაამზადეს და ამით თავისი წვლილი შეიტანეს ამ დეფიციტური ჰიგიენური პროდუქტით ქვეყნის მომარაგებაში. ამის შესახებ ეკონომიკისა...
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია 500 ძელსკამის შეძენა-დამონტაჟებაში 181 500 ლარს გადაიხდის. სკამების შესასყიდად მერია აუქციონის გარეშე ტენდერს აცხადებს. ტენდერის პირობების თანახმად, მერიას თითო სკამის შეძენა დამონტაჟება 363 ლარი დაუჯდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიღება 29 მარტს დაიწყება და 1 აპრილს დასრულდება. შეთავაზების კლების ბიჯი 3 600 ლარი, ხოლო გარანტიის ოდენობა 1 815 ლარია, გარანტიის მოქმედების ვადა კი 160 დღე. სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების დადებიდან...
გორის წისქვილკომბინატი სრული დატვირთვით მუშაობს, პურის ფქვილის პრობლემა არ დგას, - ეს განცხადება შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გორში მოქმედ წისქვილკომბინატში მუშაობის პროცესს და არსებულ რესურსებს გაეცნო. „დეტალურად გავეცანით წარმოების პროცესს, არსებულ რესურსებს, მარაგებს და შემიძლია გითხრათ, რომ ფქვილის მარაგის პრობლემა არ დგას, მოსახლეობას ამ მხრივ შეფერხება არ ექნება. რაც მთავარია, უახლოეს დღეებში, საწარმო კიდევ 10 000...
საქართველოში დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა. გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო და ის მიკროავტობუსებს, ავტობუსებსა და მატარებლებით მგზავრობას ეხება. არ იკრძალება ქალაქიდან ქალაქში ავტომანქანებით გადაადგილება. „საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული დამატებითი გადაწყვეტილებები და ეს საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას გულისხმობს. თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადავიდა უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ შიდა გადაცემის სისწრაფე....
თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირზე სკამების შესყიდვასა და დამონტაჟებაში 1 მილიონ 311 870 ლარს გადაიხდის. აღნიშნულთან დაკავშირებით მერიამ აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, დედაქალაქის მერია ამ ფასად 155 სხვადასხვა სახის დასაჯდომ სკამს და ძელსკამს შეისყიდის. განაცხადების მიღება 16 აპრილს დაიწყება და 21 აპრილს დასრულდება. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 5 247 ლარია. გარანტიის ოდენობა 13 119 ლარი, ხოლო მისი მოქმედების...
სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ლენტეხის მაღალმთიან სოფლებში იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რწმუნებული სოფელ ფაყს და ბულეშს ესტუმრა, სადაც სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, მათ პირველადი მოხმარების ნივთები და პროდუქტები გადასცა, ოჯახების საჭიროებებს ადგილზე გაეცნო, თუ როგორ მიეწოდებათ მედიკამენტები, საკვები თუ სხვა საჭირო ნივთები....
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, დაწესდება თუ არა კომუნალური შეღავათები? - ამ კითხვით შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს რადიო "მოზაიკას" ერთ-ერთმა მაყურებელმა მიმართა. შეკითხვის პასუხად გიორგი ხოჯევანიშვილმა განმარტა, რომ მთავრობა ეკონომიკის პაკეტზე მუშაობს, რომლის შინაარსიც ცნობილი ამ დღეებში გახდება. "ეს ყველაფერი არის ეკონომიკური პაკეტის ნაწილი, რომელზეც ამჟამადაც მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს. გადაწყვეტილებები იმ შესაბამის მონაცემებზე დაყრდნობით იქნება მიღებული. თუ რამდენი ადამიანი დარჩა...
წინა სტატია საქართველოს მთავრობის მიერ დღეს გამოცემული დადგენილების თანახმად, ჩერდება საჯარო ინფორმაციის, აგრეთვე, პერსონალური ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადები. ასევე, ჩერდება კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების მოქმედება. დადგენილების თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორს მიეცა უფლება, შეაჩეროს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და განხილვის, ადმინისტრაციული სახდელის...
ქუთაისში ამ დროისთვის 100 მოხალისეა მობილიზებული, ყველა მათგანი  გადამზადებულია  „წითელი ჯვრის“ მიერ. ერთ კვირაზე მეტია, მოხალისეებს ყოველდღიურად საკვები მიაქვთ ქუთაისის ა(ა)იპ „მადლიერების სახლის“ ბენეფიციარებისთვის. ასევე, საკვები პროდუქტები დაურიგეს ქალაქში რეგისტრირებულ 600-მდე 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცს. გარდა ამისა, თუ რომელიმე მათგანს დასჭირდება რაიმე სახის დახმარება, მოხალისეები მზად არიან დასახმარებლად, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ამ ასაკის ადამიანების თვითიზოლაცია და სახლიდან არ გავიდნენ....
წინა სტატია საქართველოს მთავრობის მიერ დღეს გამოცემული დადგენილების თანახმად, ობიექტები, რომლებიც აწარმოებენ/გადაამუშავებენ სურსათს, ვალდებულნი არიან, დაიცვან შემდეგი პირობები: ა) სურსათის გაციების, გაყინვის და თერმული დამუშავების დროს მკაცრად იქნეს დაცული ტემპერატურული რეჟიმები; ბ) პერსონალის მიერ გამოყენებულ იქნეს პირბადე, თავსაბურავი და  ხელთათმანი; გ) პერსონალის მიერ ხელების დაბანა მოხდეს ხშირად, თხევადი საპნით და წყლით; ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ მოხდეს ხელების დეზინფექცია არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ხსნარით...
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან, ნანა ოდიშარიასთან ერთდ ბრიფინგი გამართა. ალექსანდრე მოწერელიამ, რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. „სამეგრელო-ზემო სვანეთში საკარანტინო ზონების მოწყობის საკითხი დასრულდა. საკარანტინო ზონად, სადაც მოქალაქეები 14 დღიან საკარანტინო პერიოდს გაივლიან, სასტუმრო ,,პალმ-ბიჩი”, სასტუმრო ,,ანაკლია” და სასტუმრო ,,პრატაფსი” შეირჩა. ჯამში ანაკლიაში 138 ნომერი იქნება, გარდა ამისა ორი საკარანტინო სივრცე...
წინა სტატია შემდეგი სტატია საქართველოს მთავრობის მიერ დღეს გამოცემული დადგენილების თანახმად, იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც ფლობენ ან/და შეუძლიათ განახორციელონ სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობა, ასევე, შეუძლიათ განახორციელონ  საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა ან/და საავტომობილო ტრანსპორტით გადაყვანა-გადაზიდვა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველივე მოთხოვნისთანავე, ვალდებული არიან: ა) უზრუნველყონ მოთხოვნილი მიმართულებით ჩარტერული ფრენის განხორციელება საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში ჩამოყვანის ან/და შესაბამისი ტვირთის ტრანსპორტირების მიზნით; ბ) უზრუნველყონ მოთხოვნილი...
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს ასლანიკაშვილის სახელობის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. სკვერში დაიგება ქვაფენილი, მოეწყობა გაზონები, დეკორატიული კედელი, დაიდგმება ქანდაკებები, საპარკე სკამები, ფანჩატური, ლამპიონები, დაირგვება დეკორატიული ხე-მცენარეები. სკვერში მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოინახულა. „მიუხედავად სირთულეებისა, ჩვენ შევასრულებთ მოსახლეობისათვის მიცემულ დაპირებას და წელს ქალაქში რამდენიმე ახალ სკვერს გავაკეთებთ, ასევ რეაბილიტაციას ჩავუტარებთ უკვე არსებულ სკვერებსა და პარკებს. მადლობა...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის დავით შერაზადიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე სიმშვიდეა, მოსახლეობა გამოცხადებული კარანტინისა და შეზღუდვების შესახებ ინფორმირებულია. "ადგილობრივი ხელისუფლება, მერიის თითოეული თანამშრომელი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული, ისინი ყოველი ჩვენი მოქალაქის საჭიროებებს დროულად შეისწავლიან და შესაბამის დახმარებას გაუწევენ. მუნიციპალიტეტში საკვების დეფიციტი არ არის და ცენტრალურ მთავრობასთან ერთად დროულად ხდება მუნიციპალიტეტისთვის პროდუქტებისა და მედიკამენტების მოწოდება. ამ ეტაპზე ოჯახის ექიმები სპეციალურ ჯგუფებთან ერთად, მუნიციპალიტეტში...
წინა სტატია შემდეგი სტატია საქართველოს მთავრობის მიერ დღეს გამოცემული დადგენილების თანახმად, "საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდება ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია, გარდა: ა) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა; ბ) ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა; გ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისა; დ) საქონლის/პროდუქტის საცალო/საბითუმო მიწოდება/რეალიზაციისა, თუ საცალო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ