ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უწყება მაქსიმალურად ეცდება, მომდევნო კვირიდან საქართველოში დამზადებული პირბადეები სააფთიაქო ქსელებშიც გაიყიდოს. როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პირბადეების ფასი იქნება ხელმისაწვდომი. „ეს არის ჩვენი ახალი პროგრამა, ორი კირის წინ დავიწყეთ პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამა, რომელშიც დღეს არის რამდენიმე წვრილი და ასევე მსხვილი სამკერვალო წარმოება ჩართული. ამ ეტაპზე, როდესაც ჩვენ მეტნაკლებად სტაბილურად ავაწყვეთ ნედლეულის მოწოდება,...
ჩვენი უპირველესი ამოცანა იქნება, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში ქართულ ბიზნეს, ადგილობრივი წარმოების და სოფლის მეურნეობის განვითარებას, კვლავ გვერდით დავუდგეთ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა,  შეიმუშავონ  დამატებითი პოსტკირზისული პაკეტი ქართული ბიზნესისთვის და ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის. განსაკუთრებით იმპორტის შემქმნელი დარგების განვითარებისთვის. ჩვენ ქართულ ბიზნეს ეტაპობრივად შევთავაზებთ კონკრეტულ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე რუსთავის საკარანტინე ზონად გამოცხადება არ იგეგმება. თუმცა, როგორც ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არ არის გამორიცხული, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში ცალკეულ რეგიონები, ან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზომები კიდევ უფრო გამკაცრდეს. „კონკრეტულად რუსთავთან დაკავშირბით მე დღეს ვერ გაგცემთ პასუხს, ამ ეტაპზე ეს მსჯელობა არ ყოფილა დღეს. თუმცა, ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ იმ შემთხვევაში,...
პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს დაავალა, დაიწყონ მუშაობა პოსტკრიზისული ეტაპის საკრედიტო საგარანტიო სქემებისთვის. მისი თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. როგორც პრემიერმინისტრი ამბობს, ამ მიმართულებით პარტნიორი დონორი ორგანიზაციების დახმარების მობილიზება იქნება შესაძლებელი, სქემის ჯამური ღირებულება კი 2 მილიარდი ლარი იქნება. გახარიას თანახმად, პროგრამის ფარგლებში აქცენტი ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე გაკეთდება, რის მაგალითადაც პრემიერ მინისტრს "აგარის შაქარი"...
ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავუბრუნდებით არსებულ და ნორმალურ ცხოვრებას, ქართულ ბიზნესს შევთავაზოთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, რათა ბიზნესმა შეძლოს საქმიანობის გაგრძელება, კონკურენტუნარიანი პოზიციების დაბრუნება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესის სხვადასხვა სექტორთან, დარგთან, რათა კონკრეტულად მათზე ორიენტირებული, მიზნობრივი და ძალიან...
რა რაოდენობის ადამიანებს დავეხმარებით, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენი ადამიანი დაკარგავს სამსახურს, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ამაზე პასუხი დღეს ვერ გვექნება. ამიტომაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნებისმიერი დაპირება - დავეხმარებით ამდენათას ადამიანს, ამდენი ლარით, ან ამდენი თვის განმავლობაში, იქნება საფუძველს მოკლებული. ჩვენ შევძლებთ კონკრეტული ციფრების დასახელებას, კონკრეტული თანხების შეთავაზებას მხოლოდ მას შემდეგ, რაც თუნდაც...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2020 წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა 106.3 % - ით შეასრულა. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, რომელიც 252.6 მილიონ ლარს შეადგენდა, წელს, 3 თვის განმავლობაში, 181 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსის ათვისება მოხერხდა (433.9 მილიონი ლარი). „სამინისტროს არსებობის ისტორიაში ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია და წინა წლის პირველი კვარტლის მონაცემზე...
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო მთავრობამ 100-დან 20 000 რუსულ რუბლამდე ჯარიმა დააწესა კორონავირუს COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ გამოცხადებული კარანტინის დარღვევისთვის. რეჟიმის დაცვის გაკონტრლება დეფაქტო შსს-ს დაავალეს. ოკუპირებულ რეგიონში 13 აპრილამდე გამოცხადებული კარანტინი მუშაობას უკრძალავს სავაჭრო ობიექტებს სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა, გასართობ და სპორტულ დაწესებულებებს, რესტორნებს, კაფეებს, სასტუმროებს და სილამაზის სალონებს. დაკეტილია სკოლები. დეფაქტო ხელისუფლება ადგილობრივი მოსახლეობისგან მაქსიმალურ თვითიზოლაციასაც...
წინა სტატია რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, რუსთავის საკრებულოს წევრსა და მის ოჯახთან დაკავშირებული 50 კონტაქტია გამოვლენილი, რომელიც შეიძლება რისკის მატარებლად ჩაითვალოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საკრებულოს წევრის დედას კორონავირუსი დაუდგინდა, მათ კონტაქტების შესწავლა დაიწყეს. მისი თქმით, ე.წ მეორეხარისხოვანი კონტაქტების როგორც მოძიება, ასევე იდენტიფიცირება დღეს დასრულდება და დადგინდება, რამდენ ადამიანთან ჰქონდათ ინფიცირებულებს კონტაქტი. „როდესაც ვირუსი დედას დაუდასტურდა, შვილის მიმართ დადასტურებას აღარ დაველოდეთ და...
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზაობის მკაცრ კონტროლს ავალებს. „დღეს, სამწუხაროდ, გვაქვს 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გვქონდა 15. აშკარაა, რომ სიტუაცია გარდა იმისა, რომ მძიმდება, ამასთან ერთად, ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება. ამიტომ, დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა. მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის...
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაახლოებით ორ კვირაში იქნება ცნობილი, თუ რამდენ ადამიანს დასჭირდება სახელმწიფოს დახმარება. ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მისივე თქმით, არსებობს წინასწარი მონაცემები, თუ რამდენ მოქალაქეს დასჭირდება სახელმწიფოს დახმარება, თუმცა, ზუსტი მონაცემი საგადასახადო ბაზის გაანალიზების შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი. მისივე თქმით, განახლებული საგადასახადო მონაცემები 15 რიცხვში აისახება. როგორც კობახიძე...
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ქალაქ დუშეთში და დაბა ჟინვალში საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების დეზინფექცია დაიწყო და ეტაპობრივად მუშავდება ყველა კორპუსი. დუშეთის მერიის ცნობით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება და მას შ.პ.ს "დუშეთის დეზინფექციის სამსახური" ახორციელებს. შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.  კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ...
დღეს ჩვენ ფაქტობრივად ორ ფრონტზე ვიბრძვით - პირველი არის ჯანდაცვა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე - ეკონომიკა; არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ერთ ფრონტზე სრულ გამარჯვებას, თუ ამ ორიდან რომელიმეზე დავმარცხდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ნაწილზე. „ფინანსთა და ეკონომიკის...
მინდა მივესალმო თბილისის მერის ინიციატივას, ქუჩებში ჩატარებული დეზინფექციის სამუშაოების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა რეგიონულ საკითხებში მრჩეველს, სოზარ სუბარს დაავალა, მსგავსი ღონისძიებები მსხვილ ქალაქებშიც ჩატარდეს. „მინდა მივესალმო თბილისის მერის ინიციატივას, ქუჩებში ჩატარებული დეზინფექციის სამუშაოების თვალსაზრისით. აბსოლუტურად სწორი ღონისძიებაა, მისასალმებელია და მინდა სოზარ სუბარს ვთხოვო, რომ მსგავსი ღონისძიებები მსხვილ რეგიონულ ქალაქებშიც რომ ჩატარდეს. ეს არის უკიდურესად...
„ნენსკრა ჰესი“ ერთ–ერთია იმ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებიდანა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის პირობებშიც არ გაჩერდება, - ამის შესახებ ინფორმაციას "ნენსკრა ჰიდრო" ავრცელებს. მათი ცნობით, სამშენებლო სამუშაოები, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების სრული დაცვით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებისა და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით ხორციელდება. „ამჟამად მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მიმდინარეობს წინამოსამზადებელი სამუშაოები. მიუხედავად არსებული ვითარებისა, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ გზებისა და...
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობამ სამოქმედო რაიონში საკონტროლო-გამშვები პუნქტების რაოდენობა გაზარდა. თავდაცვის სამინისტოროს ცნობით, ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები დასავლეთ სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადავიდნენ და დღეიდან საყოველთაო კარანტინის პირობების კონტროლს დასავლეთ საქართველოში თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შსს-თან ერთად 24 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე განახორციელებენ. „ყოველი დღის დაგეგმვა ხონში საგანგებოდ მოწყობილ მართვის ცენტრში დილიდან იწყება. დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ