კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ფოთის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება. ფოთის მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს ფოთის მერი გოჩა კურდღელია მოადგილეებთან ერთად გაეცნო. „გზის მორეცხვის სამუშაოები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ა (ა) იპ სერვისების ცენტრის თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. გზების მორეცხვა ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან დაიწყო და ეტაპობრივად ყველა უბანს...
თელავსა და გურჯაანში აგრარული ბაზრები დაიკეტა. როგორც აგრაგრული ბაზრების მოვაჭრეები აცხადებენ, მათ დახლებზე დიდი ოდენობით მალფუჭებადი პროდუქცია დარჩათ. მოვაჭრეების თქმით, მიღებული გადაწყვეტილება მათ ფინანსურად დიდ დარტყმას მიაყენებს. აგრარული ბაზრების მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოვაჭრეები გუშინ გააფრთხილეს. ბაზრებიდან უკვე გააქვთ საქონელი, ინვენტარი და სადეზინფექციო საშუალებები. თელავის აგრარული ბაზრის დირექტორის, მერაბ თურქოშვილის ინფორმაციით, თელავის ბაზარი, შესაბამისი უწყებების მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას ასრულებდა. "ჩვენ კარგად ვთანამშრომლობდით სურსათის უვნებლობის სამსახურთან...
ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ თანამდებობა დატოვა. მისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია droa.ge-ს მუნიციპალიტეტის მერიაში დაუდასტურეს, თუმცა, რა გახდა მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებენ. თანამდებობა დატოვა, ასევე, მისმა მოადგილემ, დიმიტრი საყვარელიძემ. ემზარ საბანაძე ონის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იკავებდა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თანამდებობები, ასევე, დატოვეს თერჯოლის მერმა და მისმა მოადგილემაც.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის გამო, ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიღება, გამგეობების ნაცვლად, თბილისის მერიაშია შესაძლებელი. ამის შესახებ მან გადაცემაში "დღის ქრონიკა" ისაუბრა. მისი თქმით, მერიაში ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია და მოქალაქეებს ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი არ აქვთ. „გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ისე მოგვეწყო ყველაფერი, ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონოდათ, შესაბამისად, ყველა სერვისის მიღება შეუძლიათ, მერიაში უნდა მივიდნენ, გააკეთონ განცხადებები დისტანციურად,...
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი მედოევი აცხადებს, რომ თბილისი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებს მალავს და საქართველოში ჰუმანიტარული კატასტროფაა, რის გამოც "ქართველები სამხრეთ ოსეთში გარბიან“. მედოევის განცხადებას რუსული და ოსური სააგენტოები ავრცელებენ. დმიტრი მედოევის მტკიცებით, ქართველი სპეცსამსახურები ცდილობენ, ამ პრობლემის ექსპორტი მოახდინონ სამხრეთ ოსეთში. „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სამხრეთ ოსეთში დაავადება საქართველოდან შემოვიდეს,” - აცხადებს სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა...
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ მარნეულში არსებულ საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარა და მისი დემონტაჟი განახორციელა. გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ „ჯეო ჰოსპიტალში“ კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს. საველე ჰოსპიტალი ქალაქ მარნეულში მიმდინარე წლის 23 მარტს, საკარანტინო ზონის...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან სოფელ ქვემო ქესალოს მოსახლეობის საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათ სასმელი და სარწყავი წყალი არ მიეწოდებათ. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს. აქციის მონაწილეების დისტანცირებას პოლიცია უზრუნველყოფდა. პროტესტს გამოეხმაურა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი. ზაურ დარგალის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ შეიტყო, რომ სოფელში პრობლემა არსებობდა. ზაურ დარგალის ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფლის 70-ვე ოჯახი სასმელი წყლით უზრუნველყოფილია. სარწყავი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით კი, მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
რუსთავის ხარების ეკლესია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, იმის შესახებ, დაესწრო თუ არა რუსთაველი დეპუტატი, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, ტაძარში წირვა-ლოცვას. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს. ტაძრის განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპუტატი ამ კვირას ტაძარში არ იმყოფებოდა და რამდენიმე კვირაა ზიარებაც არ მიუღია. "ჟურნალისტებისა და დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ! რუსთავში გამოვლენილი დაინფიცირებულ „საჯარო მოხელე მამაკაცი“ ( ასე იხსენებენ ტელევიზიები) არის ჩვენი ტაძრის მრევლი. იგი წინა კვირას არ ესწრებოდა...
ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დღეს დაინტერესებული მოქალაქეებისთვის საკრებულოს ფეისბუკ გვერდიდან, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. თავად დეპუტატები კი ადგილზე მაინც შეიკრიბნენ. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. დეპუტატებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზის ნაცვლად მერიის, უფრო დიდი ზომის სააქტო დარბაზში გადაინაცვლეს, რათა სოციალური დისტანცია დაეცვათ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, სხდომას საკრებულოს 37 წევრი ესწრებოდა და 4 საკითხი განიხილეს. მისივე ცნობით, დეპუტატებს ჰქონდათ პირბადეები...
„თუ დამატებით გაგრძელდება ეს ფორსმაჟორული მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ შეღავათებს და ხელს შევუწყობთ ბიზნეს სექტორს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტები, რომლებიც მიმართულია მოქალაქეების დახმარებისკენ, უპრობლემოდ ხორციელდება. „ჩვენი ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი მიართულია იმ ადამიანების დასახმარებლად, როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და სჭირდება ჩვენი თანადგომა. შესაბამისად, ყველა ეს...
წინა სტატია დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიესალმება ოპოზიციური პარტიების განცხადებას საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების შესახებ და აღნიშნავს, რომ ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ყველას ერთად დგომა. „მე მივესალმები ამ განცხადებას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ძნელბედობის ჟამს, როდესაც ვხედავთ ყველა, თუ რა მდგომარეობაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მნიშვნელოვანია ყველას ერთად დგომა, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური კუთვნილებისა და სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა. მე ვფიქრობ, დღეს არის ის დრო, სადაც ყველა...
წინა სტატია შემდეგი სტატია ჯანდაცვის მინისტრის 30 მარტის ბრძანებით, შიდა ქართლში “ცხელების კლინიკებად” 4 სამედიცინო დაწესებულება განისაზღვრა. ესენია: გორი - შპს "გორმედი"; მისამართი: გორი, ცხინვალის გზატკეცილი N14ა; კასპი - შპს "მედალფა"; მისამართი: კასპი, გიორგი სააკაძის ქ. №27ბ; ქარელი - შპს "ალიანს მედი"; მისამართი: ქარელი, ფანასკერტელის ქუჩა N30; ხაშური - შპს "გორმედი"; მისამართი: ხაშური, ფარნავაზ მეფის ქუჩა N5. როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს...
წინა სტატია მიუხედავად უმწვავესი შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისა, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ხელისუფლებას უცხოელ დონორებთან მუშაობაში, რათა ქვეყანაში მეტი დახმარება შემოვიდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.მისი თქმით, ეს ნაბიჯი პასუხისმგებლიანი ოპოზიციის ქცევის ახალი სტანდარტია. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ეს უცხოელი დონორებისთვის იქნება დამატებითი წამახალისებელი ფაქტორი იმისთვის, რომ საქართველოს დასახმარებლად მეტი თანხა გამოიყოს. „ეს არის პასუხისმგებლიანი ოპოზიციის ქცევის ახალი სტანდარტი, როდესაც მიუხედავად უმწვავესი...
ოპოზიციური პარტიები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ, რომლის ადრესატებიც აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ნორვეგიის, შვეიცარიის მთავრობა, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვითარების ბანკი, EBRD, ევროპის საინვესტიციო ბანკი, Development Bank, აზიის განვითარების ბანკი, JICA არიან. პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის წინაშე საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების გადაუდებელი აუცილებლობა დგას. „კორონავირუსმა, მსოფლიო და საქართველო, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. ბევრი ადამიანის სიცოცხლე რეალური საფრთხის...
წინა სტატია შემდეგი სტატია ჯანდაცვის მინისტრის 30 მარტის ბრძანებით, ქვემო ქართლში “ცხელების კლინიკებად” 5 სამედიცინო დაწესებულება განისაზღვრა. ესენია: რუსთავი - სს "რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო"; მისამართი: რუსთავი, წმ. ნინოს ქუჩა N3; ბოლნისი - შპს "ბოლნისის ცენტრალური კლინიკა" ბოლნისი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N25 რუსთავი - სს "რუსთავის ბავშვთა საავადმყოფო"; მისამართი: რუსთავი, წმინდა ნინოს ქუჩა №5; გარდაბანი - შპს "ჯეო ჰოსპიტალს"; მისამართი: გარდაბანი, ლესელიძის ქუჩა...
წინა სტატია შემდეგი სტატია ჯანდაცვის მინისტრის 30 მარტის ბრძანებით, სამცხე-ჯავახეთში “ცხელების კლინიკებად” 4 სამედიცინო დაწესებულება განისაზღვრა. ესენია: ადიგენი - სს "ევექსის კლინიკები"; მისამართი: დაბა ადიგენი, არტემ ბალახაშვილის ქუჩა N11; ახალქალაქი - სს "ევექსის ჰოსპიტლები"; მისამართი: ახალქალაქი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N31; ახალციხე - სს "ევექსის ჰოსპიტლები"; მისამართი: ახალციხე, რუსთაველის ქუჩა N105ა; ბორჯომი - შპს "ჯეო ჰოსპიტალს"; მისამართი: ბორჯომი, სააკაძის ქუჩა N3. როგორც ცნობილია,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ