ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ბესო ქათამაძე ოზურგეთის მერიას სოციალურად დაუცველთათვის პროდუქტების შესყიდვის გამო,  კორუფციულ გარიგებაში სდებს ბრალს. ამის შესახებ ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს.  ბესო ქათამაძე თავის "ფეისბუკგვერდზე" წერს: "ამ დროს და ასეთ  ვითარებაშიც, რომ ფულის გაკეთებაზე ფიქრობენ, ძალიან სირცხვილია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი პროდუქტები, გაორმაგებულ ფასებში,  ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეისყიდა, რა დროსაც 10 000 ლარზე მეტით...
დღეიდან სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა იკრძალება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომელშიც მთავრობა მოქალაქეებს ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხობს. „სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია ქვეყნის მასშტაბით. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით ...
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს და პროცესში მერიის მუნიციპალური ინსპექციაც ჩაერთვება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. თბილისის მერის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში სასაფლაოებთან მისვლის შესაძლებლობის შეზღუდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. „ზოგადად როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სახლში დარჩენაზე, ეს ნიშნავს, რომ უპირობოდ უნდა დავრჩეთ სახლში. მე მესმის, აღდგომის დღესასწაული ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, მაგრამ პარალელურად...
24 საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოვლინდა. შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ, 16 აპრილის 21 საათიდან 17 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 74 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ...
სახალხო დამცველი სახელმწიფოსა საგანგებოდ მიმართავს და მოუწოდებს, რომ რეალურად და დაუყოვნებლივ უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეთა თავყრილობების შეზღუდვა ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას. ომბუდსმენი წერს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რისკებს განსაკუთრებულად საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის შემდგარი შეთანხმება ზრდის. შეთანხმების მიხედვით, სააღდგომო ლიტურგია საქართველოს ეკლესიებში მრევლის მონაწილეობით გაიმართება. სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავრობას, რომ რეალური ნაბიჯები გადადგას. "წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგვიანებული რეაგირებებისა და გაუტარებელი პრევენციული ღონისძიებების...
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში  გვარაში, მუხაესტატეში,  ლეღვასა და წყავროკაში აქტიურად გრძელდება თერმოსკრინინგი. სოფლებში, სადაც მკაცრი საკარანტინო პირობები მოქმედებს, თერმოსრკინინგით 8362 ადამიანი შემოწმდა, საიდანაც საყურადღებო საერთო ჯამში 25 ადამიანის მდგომარეობა აღმოჩნდა, თუმცა გამოკვლევის შემდეგ მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ. სოფლებში აქტიურად განაგრძობენ მუშაობას სასურსათო მაღაზიები. მაღაზიის მფლობელების განცხადებით, მათ პროდუქტებს საკმარისი მარაგი აქვთ. სასურსათო მაღაზიებთან სოციალური დისტანციის დაცვას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში...
ფოტოზე -ზუგდიდის მერი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, საკვები პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ორი კვირის მარაგს მიიღებენ. „საკვები პროდუქტების გაცემის პროცესს მე-13 საბავშვო ბაღში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია დაესწრნენ. პროდუქტებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღის 4280 აღსაზრდელი მიიღებს. საკვები...
განიხილება შესაძლებლობა, მოქალაქეებმა მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის -144 მეშვეობით, ინფორმაცია მიიღონ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე განმარტებით, კონკრეტული ფუნქცია საჭირო გახდება იმ შემთხვევაში, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სრული კარანტინის გამოცხადების შესახებ. „კორონავირუსთან ბრძოლის პირველივე დღიდან საქართველოს მთავრობა მუშაობს პანდემიასთან გამკლავებისთვის საჭირო სწორი და ეფექტიანი მექანიზმების შექმნაზე. როგორც თქვენთვის ცნობილია, უკვე ამოქმედებულია მთავრობის...
მთავრობა განმარტავს, რა შეზღუდვებია ქვეყანაში დაწესებული. დაწესებული შეზღუდვების გამო, მთავრობა მოსახლეობას ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხობს. კერძოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დღეიდან იკრძალება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, გარდა მოტოციკლისა. გთავაზობთ მთავრობის მიერი დადგენილი შეზღუდვების ჩამონათვალს: იკრძალება გადაადგილება ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით, გარდა მოტოციკლისა. არ იკრძალება მოტოციკლით, მოპედით და ველოსიპედით გადაადგილება. შეზღუდვა ეხება ტაქსით გადაადგილების მომსახურებასაც. სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილება დასაშვებია. თუ თქვენ გაქვთ...
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მანქანების მოძრაობის აკრძალვის შემდეგ ფეხით მოსიარულე "ზღვა ხალხი მივიღეთ", ესეც აიკრძალება. პირველი არხის ეთერში წილუკიანმა თქვა, რომ საჭიროებებს მოქალაქეების ქცევა განაპირობებს. „მთავრობა ალბათ ძალიან მალე დაუბრუნდება მსჯელობას საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით, მაგრამ გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღება, თუ რა სურათს მივიღებთ ხვალ, დილის 12:15 საათიდან. თუ შევხედავთ, რომ მანქანები ვეღარ მოძრაობს, რადგან ეს აიკრძალა, მაგრამ...
დღეიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე იურიდიულ პირებს დაეკისრება და მათთვის პასუხისმგებლობა განსაზღვრულია 15 000 ლარით. "იმ შემთხვევაში, თუ თითოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტორმა, ბიზნესმა, რელიგიურმა ორგანიზაციებმა, სამოქალაქო ორგანიზაციებმა, ყველამ ზედმიწევნით არ შევასრულეთ და დავიცავით კანონი, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ეს აუცილებლად გახდება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გამწვავების საფუძველი და...
ბოლნისის მერიის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით, დაბა კაზრეთი და სოფელი ბალიჭი ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორამციით, დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის საზღვრებთან მოეწყობა ბლოკპოსტები, რომლებსაც სამართალდამცავები გააკონტროლებენ. "აღსანიშნავია, რომ კომპანია RMG საქმიანობას შეფერხების გარეშე გააგრძელებს.საკარანტინო ზონაში სურსათისა და მედიკამენტების ტრანსპორტირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე განხორციელდება.ბოლნისის მუნიციპალიტეტი მოგიწოდებთ მკაცრად დაიცვათ საკარანტინო წესები...
17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. შეზღუდვა არ ვრცელდება სადისტრიბუციო და გადამზიდავ ავტომობილებზე. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერმინისტრის მრჩეველმა, საკოორდინაციო ჯგუფის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. გარდა ამისა, სავალდებულო ხდება დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება. პირბადეების გარეშე შენობაში ყოფნის შემთხვევაში, შესაბამისი იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება. პრემიერმინისტრის მრჩევლის...
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დაასრულა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, პროექტის განხორციელების შედეგად ლანჩხუთში მცხოვრები 500-მდე ოჯახი, 24-საათიან წყალმომარაგებაზე პირველად გადავა. „ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ცხრა ქუჩის მოსახლეობა ათეული წლებია ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემით ვერ სარგებლობდა. პროექტის ფარგლებში 1 კმ-მდე მაგისტრალური მილსადენი და 14 კმ გამანაწილებელი ქსელი მოეწყო. ასევე, მოხდა აბონენტების ინდივიდუალურად გამრიცხველიანება. პროექტის განხორციელებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე...
სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბაში ინფიცირებული პაციენტის ყველა ახლო კონტაქტი მოძიებულია და ყველა საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი. მისივე თქმით, სოფელში ახლაც ინფექციონისტები მუშაობენ და მცხოვრებლებს თერმოსკრინინგს უტარებენ. ამის შესახებ მან „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. „ინფიცირებულია 30 წლამდე კაცი, რომელიც თბილისში ცხოვრობდა. რამდენიმე დღის წინ მშობლებთან, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბაში ჩამოვიდა. 13 აპრილს, მის ახლო ნათესავს, რომელთანაც მას ახლო კონტაქტი ჰქონდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამიტომ...
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, რეგიონში არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ფოთსა და ზუგდიდში თერმოსკრინინგი 100 ათასზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა. გარდა ამისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ თერმოსკრინინგი ჩაუტარა 7500-ზე მეტ მოქალაქეს. გამშვებ პუნქტებთან სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა 32 ათასზე მეტი ავტომობილი. სახელმწიფო რწმუნებულმა ჯარიმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის რეგიონში დაჯარიმდა 13 პირი. ზუგდიდის შემოსასვლელში სოფელ ცაცხვში და ფოთის შესასვლელ-გასასვლელში...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ