განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, პროექტ ტელესკოლას მალე პროფესიული ორიენტაციის გაკვეთილები დაემატება.
ჩხენკელმა განათლების ხელშემწყობი ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პროექტ ტელესკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტი მხოლოდ სკოლის ფარგლებს გასცდა.
„ეს არის მართლაც უნიკალური პროექტი, რომელიც ჩვენმა სამინისტრომ საქართველოს პირველ არხთან ერთად განახორციელა, ეს არის ტელესკოლის პროექტი და შეიქმნა ახალი არხი - პირველი არხი განათლება, რომელიც ასეთად დარჩება....
ხარაგაულის საავადმყოფოში თხუთმეტი თანამშრომელი ექვსი თვის სახელფასო დავალიანებით მუშაობს. ამის შესახებ გამოცემა ჩემი ხარაგაული წერს.
მედპერსონალი ამჯერად 2019 წლის ნოემბრის ხელფასის ჩარიცხვას ელოდება.
ისედაც მიზერული ანაზღაურების მქონე, უხელფასოდ დარჩენილ თანამშრომლებს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნუგზარ ბოლქვაძე მას შემდეგ შეხვდა, რაც მათ გასული თვეების ანაზღაურება მოითხოვეს.
„ნოემბრის ხელფასს მაისში ველოდებით და ეს სამართლიანია?! – კითხულობენ ხარაგაულის საავადმყოფოს თანამშრომლები, – ვერც ერთი პაციენტი ვერ...
პანდემიის პირობებში მიუსაფარ ცხოველთა პრობლემები კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა. ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ქუჩაში ადამიანების გარეშე დარჩნენ და გაუჭირდათ. ოჯახებმა უარი თქვეს მათზე და ქუჩისთვის გაიმეტეს. ამის შესახებ chemikharagauli.com წერს.
„ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ უფროსი თემურ ფურცელაძეამბობს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ხარაგაულში ძაღლების რაოდენობა გაიზარდა.
"მოსახლეობას აღარ სურს სახლში ძაღლი, რადგან მათ გამოკვება სჭირდება. სოფლებიდან ჩამოჰყავთ დახარაგაულში ტოვებენ. თებერვალში ტენდერი გამოვაცხადეთ...
ხარაგაულში, სოფელ ბაზალეთში მცხოვრები მიხეილ გლუნჩაძის ოჯახის სამი წევრი, კორონავირუსის პანდემიის გამო, უმუშევარი დარჩა. ინფორმაციას ჩემი ხარაგაული ავრცელებს.
მიხეილი სარიტუალო დარბაზში მზარეულად მუშაობდა, მისი მეუღლე ცისანა – ტანსაცმლის მაღაზიაში, ვაჟი კი – ხარაგაულის N3 სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირებას ემსახურებოდა.
რვასულიანი ოჯახი ახლა მიხეილის დედის 220 ლარიანი პენსიის ამარა დარჩა.
ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ დანაზოგი თანხით საჭმელ-სანოვაგე შეიძინეს. დედამთილის პენსია კი თავად მოხუც ქალბატონს...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტში დროებით შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა.
თელავის მერიის ინფორმაციით, სოფელ შალაურში ორი შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯამურად, 1 300 მეტრის სიგრძის გზა მოასფალტდება, მოეწყობა სანიაღვრე არხები.
პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 359 833 ლარით ფინანსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული "საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია “სერპანტინი" ახორციელებს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წიფლავაკისა და საღვინის გაზიფიცირება დაიწყო.
ზესტაფონის მერიის ინფორმაციით, სოფლების ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფისთვის 32 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ, დაახლოებით, 400 ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს. პროექტის ღირებულება მილიონარზე მეტია.
გაზიფიცირების სამუშაოები სანახშირის ადმინისტრაციულ ერთეულში ზესტაფონის მერმა – გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ დაათვალიერეს და მიმდინარე პროექტის შესახებ ადგილზე მიიღეს ინფორმაცია.
“სანახშირის ადმინისტრაციულ...
ქუთაისში მცხოვრებ უსინათლო და სმენადქვეითებულ მოქალაქეებს, ქუთაისის „ახალგაზრდული ცენტრის“ მიერ მომზადებული, COVID 19 თან დაკავშირებული ადაპტირებული აუდიო და ვიდეო მასალები დაურიგდათ,- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, „ახალგაზრდულმა ცენტრმა“, „ქალთა ფონდის“ მხარდაჭერით განახორციელა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს უსინათლოებისთვის აუდიომასალების, ხოლო სმენადქვეითებულთათვის - სურდოთარგმანიანი ვიდეო ფაილების მიწოდებას, რომლებშიც ჩაწერილია კორონავირუსის საპრევენციო რეკომენდაციები და ფსიქოლოგის რჩევები.
„ახალგაზრული ცენტრისა" და ქუთაისის მერიის მიერ,...
მთაწმინდის რაიონში გრუნტის დამჭერი ოთხი კედლის მშენებლობა დასრულდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მთაწმინდის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.
ამჯერად, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, რაიონში გრუნტის დამჭერი ოთხი კედლის მშენებლობა დასრულდა.
სამუშაოები განხორციელდა:
• ოქროყანაში, ი. ჭავჭავაძის ქუჩა N16-ში;
• გ. რჩეულიშვილის ქ. N37-ში;
• ი. გოგებაშვილის ქ. N16-ში;
• რ. ჯაფარიძის ქუჩა N 8-ში;
საყრდენი კედლების მოწყობით სავალი გზის გასწვრივ გრუნტის ჩამოშლის...
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის გადაწყვეტილებით, ბენეფიციართა იმ კატეგორიების ჩამონათვალი გაფართოვდა, რომელიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში უპირატესი რეგისტრაციის წესით ისარგებლებენ.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ჩარიცხვის წესს საფუძვლად სოციალური სამართლიანობის პრინციპი დაედო.
„ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ სკოლამდელი აღზრდა-განათლების იმ მოქალაქეთა ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომობა, რომლებსაც სხვაგვარად გაუჭირდებოდათ ბავშვის ჯანსაღი განვითარებისათვის ამ მნიშვნელოვანი სერვისის მიღება.
წესის მიღებისთანავე რეგისტრაციის პირველი...
თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია გახდა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი ებანოიძე იყო, ხოლო ანდრია ბასილაია ეკონომიკური განვითარების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
ჯერჯერობით, არ არის ცნობილი ვინ გახდება ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 119 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ, 14 მაისის 21 საათიდან 15 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 104 მოქალაქე დააჯარიმა.
ამასთან, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 5 პირი დააჯარიმეს....
კომპანია „ჯივიპი“ ქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაბას ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს.
კომპანიის ცნობით, კომპანიამ ისნის რაიონში, ნოე ხომერიკის ქუჩაზე, სრულად განაახლა წყალმომარაგების სისტემა.
„პროექტის ფარგლებში შეიცვალა 1 კილომეტრის სიგრძის წყალარინებისა და 2 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი.
ახალ ქსელზე მოეწყო ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები. კომპანიამ პროექტში 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
„ჯივიპი“ დღეს, 15 მაისს, წყალმომარაგების...
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტებას ავრცელებს იმ დაქირავებული პირების შესახებ, რომლებსაც კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ.
განმარტების თანახმად, დამსაქმებელმა დაქირავებით დასაქმებულთათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინონ შესაბამისი განაცხადი.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში, მაისის თვიდან დაქირავებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ, საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დამსაქმებელმა მეწარმე სუბიექტებმა...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განმარტებით, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 1 ივლისამდე გაგრძელდება.
როგორც ბარკალაიამ ბრიფინგზე განაცხადა, კომპენსაციების მიმღები პირები უნდა ეწვიონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდს, სადაც სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია.
მისი განმარტებით, პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულება გააჩნიათ მხოლოდ თვითდასაქმებულებს. დაქირავებით დასაქმებულებს, აღნიშნული რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ.
„თვითდასაქმებულებმა, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან...
ქალაქ ცაგერში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისათვის ცაგერში ქუჩების ასფალტირება მიმდინარეობს, რომლის ღირებულებაც 588 530 ლარს შეადგენს და აღნიშნულ სამუშაოებს შპს“კრისტალი“ ასრულებს.
„ამასთანავე ქუჩების ასფალტირების პროცესი ქვედა ცაგერშიც მიმდინარეობს, სამუშაოებს შპს „ხვამლიXXI“ ასრულებს და პროექტის ღირებულება 788 615 ლარს შეადგენს. ხელისუფლების წარმომადგენლები ქ.ცაგერში აღმაშენებლის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოებსაც გაეცნენ, პროექტის ღირებულება 89 799...
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-13 რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს და დაამტკიცეს ქუთაისის მერიის მიერ ინიცირებული საკითხი 2020 წლის სოციალურ პროგრამებში ცვლილებების შეტანის შესახებ.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, დამატებითი ფინანსების გამოყოფა სოციალური პროგრამებისთვის მერიის სამივლინებო ხარჯების მაქსიმალურად შეზღუდვის შედეგად გახდა შესაძლებელი.
„კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ ბავშვებს, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































