თელავის სოფელ შალაურში შიდასაუბნო გზების მოწყობა განახლა

492

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტში დროებით შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა.

თელავის მერიის ინფორმაციით, სოფელ შალაურში ორი შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯამურად, 1 300 მეტრის სიგრძის გზა მოასფალტდება, მოეწყობა სანიაღვრე არხები.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 359 833 ლარით ფინანსდება.  სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული “საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია  “სერპანტინი” ახორციელებს.