ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წიფლავაკისა და საღვინის გაზიფიცირება დაიწყო

492

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წიფლავაკისა და საღვინის გაზიფიცირება დაიწყო.

ზესტაფონის მერიის ინფორმაციით, სოფლების ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფისთვის 32 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ, დაახლოებით, 400 ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს. პროექტის ღირებულება მილიონარზე მეტია.

გაზიფიცირების სამუშაოები სანახშირის ადმინისტრაციულ ერთეულში ზესტაფონის მერმა – გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ დაათვალიერეს და მიმდინარე პროექტის შესახებ ადგილზე მიიღეს ინფორმაცია.

“სანახშირის ადმინისტრაციულ ერთეულში, მიმდინარე პროექტით გაზიფიცირების სამუშაოები მთლიანად სრულდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ – რეგიონისთვის”, – აღნიშნა გიორგი გოგლიჩიძემ სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოების დათვალიერებისას.