ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმის მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ადგილზე გაეცნო, სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია. „აღნიშნული საბავშვო ბაღი 210 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 913 ათას ლარს შეადგენს. საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი პროგრამული უზრუნველყობა  https://www.rs.ge/kompensacia მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადინომერის და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა. „გადამოწმების პროცესის დასრულების შემდეგ, დამქირავებლის მიერ განცხადებაში მითითებულ მობილურ ნომერზე, პირს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიუვა ინფორმაცია არის თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში....
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული პანდემიის მიუხედავად რეგიონში სოფლის მეურნეობის პროგრამების განხორციელება არ შეჩერებულა. სამეგრელოს რეგიონში ყველაზე მოთხოვნადი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამა ,,დანერგე მომავლის“ - კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტია. პროგრამის მიხედვით სახელმწიფო ნახევარ ჰექტარამდე ბაღების გაშენებისთვის საჭირო ნერგებსა და წვეთოვან სარწყავ სისტემას 100%-ით აფინანსებს. პროგრამის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში 250-მა ფერმერმა 470 ჰექტარზე ლურჯი მოცვი უკვე გააშენა. გარემოს დაცვისა და...
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ჭანტურიას ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირზე, ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ მონაკვეთზე საავტომობილო გადაადგილება თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დაასრულა მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთის, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მარი ბროსეს ქუჩის კვეთამდე რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის ფარგლებში, გამოიცვალა გაზმომარაგების ქსელი, დაზიანებული ფილები და გვერდმიმღები ჭები. დაიგო ასფალტის საფარი 14 500 კვ.მ...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, სკოლა შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება, 9 საკლასო ოთახით, 3 კლას-კაბინეტითა და ლაბორატორიით. პროექტი ბიბლიოთეკის, კვების ბლოკის, გარდერობისა და რეკრეაციული ზონის მოწყობასაც ითვალისწინებს. სკოლის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 1 700 000 ლარია.
საქართველოში დღეიდან 3 ადამიანის შეკრებაზე შეზღუდვა მოიხსნა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დაწესებული შეზღუდვა - 3 ადამიანის შეკრების თაობაზე მოიხსნება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. თუმცა, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ. ამასთან, კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების თაობაზე. კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები კი უნდა ისხდნენ ავტომობილის უკანა სავარძელზე. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს...
წინა სტატია ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მსგავსად, მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები მალე ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებშიც მოიხსნება. როგორც შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, კოვიდ-19-ის შემთხვევები მხოლოდ ორ სოფელში, გეტასა და მუშევანში ფიქსირდება და იქაც ეს პროცესი კონტროლირებადია. ,,მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში დინამიკა ისე მიდის, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც შემსუბუქდება საკარანტინე რეჟიმები, ისევე როგორც თეთრიწყაროში,...
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 99 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 17 მაისის 21 საათიდან 18 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 98 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 1 პირი დააჯარიმეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების...
დღეიდან მარნეულში საკარანტინო ზონა მოიხსნა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს საშუალება აქვთ, შეზღუდვების გარეშე ისარგებლონ გადაადგილების შესაძლებლობით, რომლითაც ქვეყნის სხვა მოქალაქეები სარგებლობენ, იმ რეგინებში, სადაც შეზღუდვები არ მოქმედებს. არსებული ყველა ბლოკპოსტის დემონტაჟი წუხელ განხორციელდა. დემონტაჟის პროცესი საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განახორციელეს. ადგილზე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები. "საკარანტინე შეძრუდვების პერიოდი დასრულდა...
ავტორი: ანი გუგეშაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობების მწირი ბიუჯეტი, რომელიც მუნიციპალიტეტებს ისედაც არ ჰყოფნით, კორონავირუსის პრევენციისთვის გამოყოფილი გაუთვლისწინებელი ხარჯების გამო კიდევ უფრო არასაკმარისი გახდა. მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლებიდან გამოყოფილი თანხები, რომელსაც თვითმმართველობები მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განსახორციელებლად იყენებდნენ, შესაძლოა, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო დაკორექტირდეს, შემცირდეს ან მისი გამოყოფა სულაც მომდევნო წლისთვის გადაიდოს. საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობისა და მათ საჭიროებებზე...
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მარი ბროსეს ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „გასულ წელს აღნიშნული საგზაო მონაკვეთის ნაწილს რებილიტაცია ჩავუტარეთ, ნაწილი კი მძიმე მდგომარეობაში იყო დარჩენილი. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები - წყლისა და გაზის მილები. ახლა მიმდინარეობს მოასფალტების სამუშაოები, რომელიც ხვალ საღამოს დასრულდება,...
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ტობავარჩხილის ტბამდე საავტომობილო გზის გასაყვანად ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია ფონდის გვერდზე ცოტა ხნის წინ გავრცელდა. მომსახურების ღირებულება 11 928 092 ლარია. ელექტრონული ტენდერი 29 მაისიდან დაიწყება და წინადადებების მიღება 3 ივნისს დასრულდება. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, ტენდრში გამარჯვებულმა გზის გაყვანა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში უნდა დაასრულოს. ტობავარჩხილის ტბა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2 650 მ...
ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N22 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის და კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცნობით, სტადიონზე ეწყობა ახალი საფარი, ღობეები, დამონტაჟდება კარები და ფარები. დასასვენებელ სივრცეში კი, განთავსდება საბავშვო-გასართობი მოედანი სხვადასხვა ატრაქციონი. ასევე, დამონტაჟდება სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი, მოეწყობა განათების ქსელი და დაირგვება მცენარეები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო. „ვაკის რაიონში აქტიურ რეჟიმში გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების წარმოება, მათ...
მარნეულის მერიამ სოციალური სასურსათო პაკეტების დარიგება დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა დაგვიდასტურა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. „დახმარებები ამ ეტაპზე დავასრულეთ, რადგანაც 18-დან მარნეული და ეკონომიკაც ნელ-ნელა იხსნება. მაგრამ ვნახოთ, სიტუაციიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ,“- აცხადებს დარგალი. მარნეულის მასშტაბით სულ 10 330 სასურსათო კალათა დარიგდა. აღნიშნული ინფორმაცია მერიაში გამართულ შეხვედრაზე, სადაც მარნეულის წითელზონად გამოცხადებიდან დღემდე, გატარებული საპრევენციო ღონისძიებები შეაჯამეს, ადილ...
ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 36-ე კილომეტრზე რამდენიმე დღის წინ ზვავი კვლავ ჩამოწვა, რის გამოც გამწმენდითი სამუშაოები შეჩერებულია. როგორც “კახეთის ხმას” ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა, გზის გაწმენდა სავარაუდოდ მომავალ კვირაში განახლდება. “ამჟამად თუშეთის გზის 35 კილომეტრიანი მონაკვეთი მეწყერისა და ქვა-ღორღისგან იწმინდება. 36-ე კილომეტრიდან კი სამუშაოები შეჩერებულია, რადგან ზვავია ჩამოწოლილი. გეოლოგებმა უნდა შეისწავლონ ვითარება, საფრთხე და რისკი შეაფასონ და...
ქალაქ ახალციხეში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს. ამ ეტაპზე, სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩა №99, №99ა, №101, №103, №107 და ასპინძის ქუჩის №36 მდებარე მრავალსართულიან კორპუსებზე. პროექტის ფარგლებში ხორციელდება საცხოვრებელი სახლების ფასადების შეღებვა, სადარბაზოებისა და აივნების კეთილმოწყობა, სადარბაზოებში იცვლება ფანჯრები, მოპირკეთდება კიბეები, კედლები და ჭერი, კორპუსის მაცხოვრებლები რკინის ახალი კოდირებული კარით ისარგებლებენ. სამუშაოების მიმდინარეობის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ