გლდანის ხევის N8-N8 ა კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გლდანის რაიონის გამგეობის ინფორმაციიღთ, სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაახლოებით, 1 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ბავშვთა გასართობი ზონები და მოსასვენებელი პავილიონი ეწყობა. ასევე, მონტაჟდება გარეგანათებისა და სარწყავი სისტემა. ამასთან, განთავსდება ღია სივრცის ტენისის მაგიდა და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც. „სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მალგიო“ ასრულებს, რისთვისაც გამგეობის...
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დღეს სასტუმრო ბიზნესისთვის რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს. იმისათვის, რომ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელება არ მოხდეს, აუცილებელია სასტუმრო სექტორი რამდენიმე მოთხოვნას აკმაყოფილებდეს. წინასწარი ინფორმაციით, ჰოსტელები და საოჯახო ტიპის სასტუმროებში ყოველ საძინებელ ოთახში, 1 სტუმრის განთავსებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 6 კვადრატული მეტრი ფართობი. ასევე: ➤​ ჰოსტელებში საწოლებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრისა; ➤ აიკრძალოს ორსართულიანი საწოლების გამოყენება; ➤ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ვენტილაცია, ბუნებრივი ვენტილაციის...
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მახვილაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. როგორც „ინტერპრესნიუსს” ქუთაისის მერიიდან აცნობეს, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მათი ცნობით, ადგილზე მოწესრიგდება გზის საფარი, ფეხით სავალი ნაწილი და სანიაღვრეები. „საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მოწესრიგებული გზები. ქუთაისში, ამ ეტაპზე, ერთდროულად მიმდინარეობს გზების შეკეთება ქალაქის სხვადასხვა უბანში. სამუშაოები რეკომენდაციების დაცვით ტარდება”, - განაცხადა მერის...
ნადარბაზევში შიდა გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რასაც 784 221 ლარი მოხმარდება. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთების სიგრძე ჯამში 2 532 მეტრია. „გზის აღნიშნულ მონაკვეთებს მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლებია არ ჩატარებია. დაზიანებული საფარი გადაადგილებისას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა მძღოლებსა და ქვეითებს. გარდა გზების რეაბილიტაციისა, ნადარბაზევში სასმელი წყლის სისტემის მოეწყობაც მიმდინარეობს“,- განმარტავენ მერიაში. https://www.facebook.com/CityHallofGori/videos/285847369248144/
შემდეგი სტატია უკვე 4 თვეა ხულო-თაგოს დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაჩერებულია. საბაგირო გზამ მუშაობა იანვარში შეწყვიტა, მიზეზად კი ბაგირის დაზიანება დასახელდა. ა(ა)იპი "ხულოს ბაგირგზაში"  აცხადებდნენ, რომ გეგმიური შემოწმებისას სპეციალისტებმა საბაგირო ხაზზე რამდენიმე ადგილას წყვეტა დააფიქსირეს, მათივე რეკომენდაციით მგზავრთა გადაყვანა სახიფათო იყო, რის გამოც საბაგირო გზის გაჩერების  გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. ჯერ კიდევ იანვარში  ითქვა, რომ ბაგირი, რომლის სიგრძე...
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, „მზიურის პარკის“ რეაბილიტაციის პროექტი დასკვნით ფაზაშია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებს. „პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება, დაახლოებით, 7.8 მილიონი ლარია. სამუშაოები ითვალისწინებს 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული გამწვანებისა და პარკის სრულად განახლებას. მზიურის პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა არსებული მოზაიკები,...
საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში განიხილეს შეზღუდვების მოხსნის მიმდინარეობა და ამ პროცესის შესაძლო გავლენა ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. აღინიშნა, რომ მარნეულში დღეიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა, თუმცა ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვები, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით, გაიხსნა სილამაზის...
საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად არ მიიღო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ კონსტიტუციური სარჩელი, რითაც საია მთავრობის იმ დადგენილების გაუქმებას მოითხოვდა, რომლითაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საჯარო განხილვების ჩატარება, საგანგებო მდგომარეობის გამო, დროებით შეიზღუდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასამართლომ დააფიქსირა, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, სასამართლომ მოსარჩელე მხარეს განუმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების...
გაერო COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 1 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის ინფორამციით, საქართველო იმ პირველი 46 ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებიც გაეროს COVID-19-თან (კორონავირუსთან) რეაგირებისა და აღდგენის სატრასტო ფონდის დაფინანსებით ისარგებლებენ პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შოკისგან მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად. გაეროს COVID-19-თან რეაგირებისა და აღდგენის მრავალპარტნიორული სატრასტო ფონდი არის უწყებათაშორისი დაფინანსების მექანიზმი, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა 2020 წლის...
თბილისის მერიის ინფორმაციით, სანიტარიული ჭრების ფარგლებში, პეკინის გამზირიდან ჟვანიას მოედნამდე არსებულ გზაგამყოფ კუნძულზე დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება. „თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების ჭრა გრძელდება. 19 მაისს, პეკინის გამზირიდან ჟვანიას მოედნამდე არსებულ გზაგამყოფ კუნძულზე დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, 33 ძირი დაავადებული და ხმობადი ფიჭვი მოიჭრება, მათ ნაცვლად კი ჯანსაღი ხეები დაირგვება. სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების...
ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩა N131-დან N141-ის ჩათვლით გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 65 მ სიგრძისა და 8-10 მ სიმაღლის საყრდენი კედელი შენდება. ასევე, ლითონის დამცავი მოაჯირი დამონტაჟდება, კედლის ზედა მხარეს კი, საცალფეხო ბილიკი მოეწყობა. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 184 382 ლარს შეადგენს. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით სრულდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს...
საბურთალოს რაიონში, ნესტან-დარეჯანის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება სრულდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ჯამში, 11 864 კვ.მ ფართობზე გრუნტის გზის ნაცვლად, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ასევე, მოეწყო 556 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი და დიდ დიღომსა და სოფელ დიღომს შორის დამაკავშირებელი ახალი ხიდი. მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. „დიდ დიღომში, მასშტაბურ პროექტს...
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. აღმაშენებლისა და 26 მაისის ქუჩებზე, მათ მიმდებარე ჩიხებში, ასევე გამარჯვებისა და წერეთლის ქუჩებზე წყალარინების ცენტრალურ ქსელი ეწყობა, რაც აღნიშნულ დასახლებაში აქამდე საერთოდ არ არსებობდა. პროექტის შედეგად, ჯამში, 6 000 გრძივ მეტრამდე ფართობზე წყალარინების ქსელი გაკეთდება. მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო. სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ ეს გრუპი“ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგეობის...
მთავრობის მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვის საფუძველზე, შიდა ქართლში არსებული 5 აგრარული ბაზრიდან ფუნქციონირების აღდგენის უფლება ამ ეტაპზე სამ ობიეტს მიეცა. შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორში განახლებული აგრარული ბაზარი - გეორგია XXI მოინახულა. სავაჭრო ობიექტის ღია სივრცე უკვე რამდენიმე დღეა ფუნქციონირებს. რაც შეეხება დახურულ დარბაზებს, სადაც ხორცის და რძის პროდუქტების რეალიზაცია ხდებოდა, შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში, განაახლებს ფუნქციონირებას. ,,შიდა ქართლში დაკეტილი 5 აგრარული...
წყნეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, გზის ახალი საფუძველი მზადდება, რის შემდეგაც, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. პროექტის თანახმად გზა 4 100 კვ. მ ფართობზე განახლდება. „კომპანია „ჯივიპის“ მიერ აღნიშნულ ტერიტორიაზე წყლისა და წყალარინების ქსელები უკვე განახლდა. ორი ქსელი კი, კომპანიამ „სილქნეთი“ გამოცვალა. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო. „წყნეთში გზების რეაბილიტაციას განვაგრძობთ, რაც...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთიან აჭარაში ტურისტული პროდუქტების განვითარება გრძელდება. მათივე ცნობით, ამჯერად, ახალი ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა ჩირუხის მთაზე მიმდინარეობს. "აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო პროექტით შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას გეგმავს", - ნათქვამია ინფორმაციაში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ პირველი სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ