ქუთაისის მერია: მახვილაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა

417

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მახვილაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს” ქუთაისის მერიიდან აცნობეს, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

მათი ცნობით, ადგილზე მოწესრიგდება გზის საფარი, ფეხით სავალი ნაწილი და სანიაღვრეები.

„საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მოწესრიგებული გზები. ქუთაისში, ამ ეტაპზე, ერთდროულად მიმდინარეობს გზების შეკეთება ქალაქის სხვადასხვა უბანში. სამუშაოები რეკომენდაციების დაცვით ტარდება”, – განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა

მერიის ინფორმაციით, მახვილაძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 911000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს „პალადა“ ასრულებს და ორ კვირაში დასრულდება.