სოფელ გლდანში წყალარინების ქსელი ეწყობა

792

გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. აღმაშენებლისა და 26 მაისის ქუჩებზე, მათ მიმდებარე ჩიხებში, ასევე გამარჯვებისა და წერეთლის ქუჩებზე წყალარინების ცენტრალურ ქსელი ეწყობა, რაც აღნიშნულ დასახლებაში აქამდე საერთოდ არ არსებობდა.

პროექტის შედეგად, ჯამში, 6 000 გრძივ მეტრამდე ფართობზე წყალარინების ქსელი გაკეთდება.

მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო.

სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ ეს გრუპი“ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 697 798 ლარია გათვალისწინებული.