ნადარბაზევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

651

ნადარბაზევში შიდა გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რასაც 784 221 ლარი მოხმარდება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთების სიგრძე ჯამში 2 532 მეტრია.

„გზის აღნიშნულ მონაკვეთებს მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლებია არ ჩატარებია. დაზიანებული საფარი გადაადგილებისას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა მძღოლებსა და ქვეითებს. გარდა გზების რეაბილიტაციისა, ნადარბაზევში სასმელი წყლის სისტემის მოეწყობაც მიმდინარეობს“,- განმარტავენ მერიაში.