ნაძალადევის რაიონში 65-მეტრიანი გრუნტის დამჭერი კედელი შენდება, პროექტის ღირებულება 184 382 ლარია

611

ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩა N131-დან N141-ის ჩათვლით გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 65 მ სიგრძისა და 8-10 მ სიმაღლის საყრდენი კედელი შენდება. ასევე, ლითონის დამცავი მოაჯირი დამონტაჟდება, კედლის ზედა მხარეს კი, საცალფეხო ბილიკი მოეწყობა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 184 382 ლარს შეადგენს. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით სრულდება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო.

„ამ ტერიტორიაზე სერიოზული პრობლემები გვქონდა, მოსახლეობას ექმნებოდა საფრთხე. პერმანენტულად ხდებოდა მიწის ჩამოშლა. საყრდენი კედლის მშენებლობით თავიდან ავიცილებთ შემდგომში გრუნტის ჩამოშლის საშიშროებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქ ცხოვრება საფრთხისშემცველი აღარ იქნება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.