გლდანის ხევის N8-N8 ა კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

495

გლდანის ხევის N8-N8 ა კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გლდანის რაიონის გამგეობის ინფორმაციიღთ, სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაახლოებით, 1 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ბავშვთა გასართობი ზონები და მოსასვენებელი პავილიონი ეწყობა. ასევე, მონტაჟდება გარეგანათებისა და სარწყავი სისტემა. ამასთან, განთავსდება ღია სივრცის ტენისის მაგიდა და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.

„სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მალგიო“ ასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 230 000 ლარია გათვალისწინებული. გლდანის ხევში, აღნიშნულის გარდა, სკვერი კიდევ ორ მისამართზე ეწყობა“ – განმარტავენ გამგეობაში.