"თვის ბოლოს ხელშეკრულებას თუ ხელი მოეწერება სავარაუდოდ აგვისტოში შემოვა ახალი ავტობუსები," - ამის შესახებ ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ "ინფო რუსთავის" გადაცემაში free live განაცხადა.
ქალაქის მერის თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მოახდენს 40 ერთეული მ3 კატეგორიის ავტობუსების შემოყვანას.
"რუსთავში აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს ახალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა. გახდა ცნობილი, რომ კომპანიასთან, რომელმაც გაიმარჯვა ტენდერში, ფაქტობრივად უკვე შესაძლებელია, რომ დაიდოს ხელშეკრულება...
გორში, კომბინატის დასახლებაში ქირით მცხოვრებ ოჯახს ბინიდან ასახლებენ იმის გამო, რომ მერიასთან ხელშეკრულება მესამე თვეა ვერ გაფორმდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
სახლის მეპატრონე აცხადებს, რომ მურადაშვილებს ბინის დაცლა მოუწევთ, თუ წინა გაცდენილი თვეების თანხა არ დაიფარება. მურადაშვილები კი ამაოდ ცდილობენ, გორის მერიასთან ქირის ხელშეკრულება დროულად გაფორმდეს.
,,მეპატრონე მოხუცი ქალია. ქირის ხელშეკრულებაზე ხელი მაგან უნდა მოაწეროს. ძალიან ჭირს მისი...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემის მოსახლეობას სასმელი წყლის გადასახადი ხელზე გადაახდევინეს. ამის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
"რამდენიმე დღის წინაც იყო მოსული ფულის ამკრეფი და თანხა შეაგროვა, მე რაც მქონდა დახარჯული გადავიხადე, არ ვიციდი თუ მთავრობას ამაზეც ჰქონდა დაწესებული შეღავათი", - ამბობს გრუნია ტროტაძე.
ადგილობრივების თქმით, სოფელში წყლის გადასახადის ქვითრები რამდენიმე დღის წინაც დაარიგეს და ასევე მიიღეს ესემეს...
გორის მერიის სატენდერო კომისია მორგ სკანდალში გაეხვა. მას ხელშეკრულების დადება გადააფიქრებინეს იმ კომპანიასთან, რომელიც გამარჯვებულად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
საქმე ეხება გამარჯვებულად გამოცხადებულ შპს "ანბას", რომელსაც სოფელ ვარიანში სახურავის რეაბილიტაცია უნდა განეხორციელებინა. "ანბას" კონკურენტმა კომპანიამ მერიას დაუმტკიცა, რომ გამარჯვებულის გამოვლენა კანონდარღვევით მოხდა.
2020 წლის 24 აპრილს, გორის მერიის სატენდერო კომისიის 7 წევრი შეიკრიბა და შპს ,,ანბას"...
მოუვლელი და მიტოვებული ხარაზოვის ბაღი ქვეწარმავლების თავშესაფრად და ანტისანიტარიის კერად არის ქცეული - აცხადებენ პოლიტიკური ორგანიზაციის "ლელო" ქუთაისის ახალგაზრდულ ორეგანიზაციაში. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
ორგანიზაციის წარმომადგენლის გიორგი ჟორჟოლიანის განცხადებით, ხარაზოვის ბაღი ყველა ასაკის ადამიანის თავშეყრისა და დასვენების ადგილი იყო, თუმცა ამჟამად აქ დასვენება შეუძლებელია.
"მოვუწოდებთ ქალაქის მერიას, სასწრაფოდ მოაწესრიგეთ ბაღი და იზრუნეთ ქალაქზე, რომლის მოვლა-პატრონობაში საკმაოდ დიდ ხელფასს გიხდით" - აცხადებს გიორგი...
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურმა ყვავილების და დეკორატიული მცენარეების დარგვა მთელი ქალაქის მასშტაბით დაიწყო.
საგაზაფხულო სამუშაოები კორონავირუსის პანდემიის გამო მოგვიანებით დაიწყო. სამსახურმა სულ 84 ათასი ლარის ყვავილის ნერგი თურქეთში შეიძინა.
ყვავილები უკვე დაირგო ქალაქის ცენტრალურ ბულვარში, ასევე გამარჯვების, საფიჩხიისა და ვაკისუბნის ადმინისტრაციულ ორგანოებში, იქ, სადაც უსაფრთხოების კუნძულებია მოწყობილი.
საერთო ჯამში, ქუთაისში სულ 120 ათასი ძირი ყვავილი დაირგვება.
სამუშაოებს შპს "ქალაქსერვისი...
პანდემიის მიუხედავად, ქუთაისში ქონების პრივატიზების მოთხოვნა არ შეჩერებულა, - აცხადებენ ქუთაისის მერიაში. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსის მირზა მამასახლისის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქუთაისში საპრივატიზებო ობიექტების 40% გაიყიდა და ადგილობრივ ბიუჯეტში დაახლოებით 2 მილიონი ლარი შევიდა.
"მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეპიდემიური სიტუაციისა ეკონომიკური პროცესი ჯანსაღია, არის ბიზნეს სექტორიდან მოთხოვნა ქონების...
საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N 17-ის მიმდებარედ სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
თბილისის მერიიც ცნობით, აღნიშნულ მისამართზე 1 600 კვადრატული მეტრი ფართობი რეაბილიტირდა. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საბავშვო მოედანი, სადაც სხვადასხვა ტიპის ატრაქციონები დამონტაჟდა. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდა, მოეწყო ლედ განათების სისტემა, საჩრდილობელი და ყველა საჭირო ინვენტარი.
განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, მაჟორიტარ დავით უთმელიძესთან ერთად დაათვალიერა.
„ეს არის საზოგადოების თავშეყრის ადგილი,...
თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გათავისუფლების ბრძანებას თბილისის მერმა კახა კალაძემ ხელი უკვე მოაწერა.
„თბილისის მერია მადლობას უხდის სოფიო ხუნწარიას ორი წლის მანძილზე მუნიციპალიტეტში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და უსურვებს მას წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში”, - აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, რომ სოფიო ხუნწარიამ თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა 2018 წლის იანვარში დაიკავა. მანამდე ის...
გორის მუნიციპალიტეტის 32 სოფელში გარეგანათების მოწყობისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოები"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში უნდა განხორციელდეს.
ამისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიას 465 660 ლარი აქვს გათვალისწინებული.
რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ სოფლების ჩამონათვალს, სადაც გარეგანათების მოწყობაა დაგეგმილი:
არბო, ახალდაბა, ბნავისი, ბროწლეთი, დიდი მეჯვრისხევი, ძევერა, ფლავი, ფუხაანთუბანი, კარალეთი, კვარხეთი, მარანა, მეღვრეკისი, პატარა გარეჯვარი, ქიწნისი, ქორდი, ქვახვრელი, ქვემო შავშვები, ქვემო სობისი, შაქაშეთი, სათემო, შავშვები, სვენეთი, ტირძნისი, უფლისციხე, წედისი, წითელუბანი, ყელქცეული, ზარდინაანთკარი, ზემო სობისი, ზემო ხვითი, ზერტი.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის ვადაში უნდა...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, გზის ორ მონაკვეთზე ჯამში, 916 მეტრზე ასფალტის საფარი დაიგება და სანიაღვრე არხი მოეწყობა.
"პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 512 457 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ,,საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია სერპანტინი,, ახორციელებს", - განმარტავენ მერიაში.
https://www.facebook.com/TelaviCityHall/posts/2681608128790760?__xts__=68.ARBjS_fmqjY9Pi7wA8oSATsaMh19rYUUGYfizqAxBME0tXbmwNs4wkw1uSWWUSrXnwm9FntN2nxK788g8eh0b8uQxjZTonqFoqeARuogRJF8U68iPXALt9h08hd21Nsm1pU_jy8uzgjJ8El5UffyxwzGlKzWTBUSHlHYW5hsRzTv89Dl6OfEi_WL86njYsYLNhtEpg9JHHjPKeVNPqNtRNm7R0GJoDoWC9OVTkloc-r7icIEhzZFB9WO4H0Fou1grkQg8rkR3FqRlOV6jMR_IN2a-tYNNCjY4iM7Cf2o6zd2E8gAwfw7kaIVMR4TZcplY39ybEmZ3tvArPwdbtVfqQdfXAEbuubue9tQE7fQQOlxQWLdPoXpC5kQ8Adhn5HY1c4shBjgoz4fUodCO8Y-FTK85Hr69UBfX0ifQ6Ok10sDNlQtCT_dln1InqlLKteiuBaf2lisYzp6uxhf-WRNnucheg&__tn__=-R
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სკამები და საპირფარეშოს კარი დააზიანეს. ბაღის ადმინისტრაცია მომხდართან დაკავშირებით ფეისბუკ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს. მათი ცნობით, დაფიქსირდა მცენარეთა მოპარვის და დაზიანების ფაქტებიც.
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=585641135413937&id=167230140588374&__xts__=68.ARBo7X9Le2UT7qW9CwMktXw1RbsOimD9cZ5UjvUh6LtkeRVCVOVdqXIKwLf0AXXzCvrjnNE6dQ8k_FurpNc6gPjrlRfAnEqzPfhWxs6qvoHET05RgR-dKYcYUvMZ9GYvuxGmWiYkUC-xPCDf8T5Wk2LJQ_bnRZJgy6ix1BBns_7QR28rKXMi-jlDMQewvAN5PRecApHvRoMTNto5SYn20XZX4E_Ug-Eqo7629NZ5PWlZfKtAHb_pTSZjQ1Xi9sXFKblrNXsBqKLGpK3iiDkZBLulDYGCCZ1U6582ndQ61x1T9Ps9CAhMe2aGzotVB5XKEwJuHRx_FeftqTWrvyNzVH8&__tn__=-R
ქობულეთში, რუსთაველის ქუჩიდან აღმაშენებლის N554-ის მიმდებარედ, ასევე აღმაშენებლის ქუჩიდან ზღვაზე ე.წ ედემის გადასასვლელის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
პროექტი ითვალისწინებს ორივე გადასასვლელის სრულ რეაბილიტაციას. მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაცია. ტროტუარი და სავალი ნაწილი დეკორატიული ფილებით და ბორდიურებით მოპირკეთდება. ადგილზე მოეწყობა მწვანე ზოლი და გარე განათების სისტემა. ტერიტორიაზე განთავსდება საპარკე სკამები, ფანჩატური, საბავშვო ატრაქციონები და სავარჯიშო კუთხე. პროექტი ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
სამუშაოებს...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თელავის მუნიციპალიტეტში დროებით შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა. თელავში 40 ავტობუსზე გათვლილი სადგომისა და დამხმარე ნაგებობის მშენებლობა დაიწყო.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. ,,ამ ჯგუფი,, ასრულებს.
ღია კაფე-ბარების გახსნა 1 ივნისიდან იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციათა პაკეტს ამზადებს, რომლითაც კვების ობიექტები ისარგებლებენ.
საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია შრომის ინსპექციის, ტურიზმის ადმინისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტო მიერ შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების დაცვის 23-ე დანართის მთავარ საკითხებს ასაჯაროებს, რომელშიც გასტრონომიული კვების დაწესებელებებში ეპიდუსაფრთხოებიდან გამომდინარე შემუშავებული ქცევის წესებია აღწერილი, თუმცა, თავად დანართი ჯერ საჯაროა არაა.
სავარაუდოდ, კაფე-ბარებისა და რესტორენბის მეპატრონეებს სივრცეების სწორად გადანაწილება მოუწევთ....
ასპინძის ქუჩაზე, N38 კორპუსის მიმდებარე ეზო რამდენიმე დღეა წყლით ივსება. კორპუსის მაცხოვრებლების თქმით, წყალმომარაგების კომპანიამ მიწა იმ ადგილზე გათხარა, სადაც დაზიანება არ იყო, რის გამოც რამდენიმე ოჯახი სამი დღე უწყლოდ დარჩა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ასპინძის ქუჩაზე, სასმელი წყლის მილის დაზიანების გამო, უკვე ერთ კვირაზე მეტია ეზო მაშინ იტბორება, როცა დღეში ორჯერ განრიგის მიხედვით, სისტემაში წყალს უშვებენ.
ტალახისა და წყლის გუბეების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































