თელავში 40 ავტობუსზე გათვლილი სადგომის მშენებლობა დაიწყო

537

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თელავის მუნიციპალიტეტში დროებით შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა. თელავში 40 ავტობუსზე გათვლილი სადგომისა და დამხმარე ნაგებობის მშენებლობა დაიწყო.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. ,,ამ ჯგუფი,, ასრულებს.