გორის მუნიციპალიტეტის 32 სოფელში გარეგანათების მოწყობისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოები”სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში უნდა განხორციელდეს.
ამისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიას 465 660 ლარი აქვს გათვალისწინებული.
რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ სოფლების ჩამონათვალს, სადაც გარეგანათების მოწყობაა დაგეგმილი:
არბო, ახალდაბა, ბნავისი, ბროწლეთი, დიდი მეჯვრისხევი, ძევერა, ფლავი, ფუხაანთუბანი, კარალეთი, კვარხეთი, მარანა, მეღვრეკისი, პატარა გარეჯვარი, ქიწნისი, ქორდი, ქვახვრელი, ქვემო შავშვები, ქვემო სობისი, შაქაშეთი, სათემო, შავშვები, სვენეთი, ტირძნისი, უფლისციხე, წედისი, წითელუბანი, ყელქცეული, ზარდინაანთკარი, ზემო სობისი, ზემო ხვითი, ზერტი.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის ვადაში უნდა შეასრულოს.