“თვის ბოლოს ხელშეკრულებას თუ ხელი მოეწერება სავარაუდოდ აგვისტოში შემოვა ახალი ავტობუსები,” – ამის შესახებ ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ “ინფო რუსთავის” გადაცემაში free live განაცხადა.
ქალაქის მერის თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მოახდენს 40 ერთეული მ3 კატეგორიის ავტობუსების შემოყვანას.
“რუსთავში აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს ახალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა. გახდა ცნობილი, რომ კომპანიასთან, რომელმაც გაიმარჯვა ტენდერში, ფაქტობრივად უკვე შესაძლებელია, რომ დაიდოს ხელშეკრულება ავტობუსების შემოსაყვანად”, – განაცხადა ქალაქის მერმა.
შეგახსენებთ, რომ ავტობუსები, როგორც რუსთავი-თბილისის მიმართულებით, ასევე შიდასაქალაქო გადაზიდვებზე იმუშავებენ.