წინა სტატია
შემდეგი სტატია
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძის განმარტებით, ტყის ახალი კოდექსის თანახმად, პირველ რიგში, 20 ჰექტარს საფარის მონასტერთან დაირეგისტრირებენ. მისი თქმით, ტყის მოსავლელად საპატრიარქო სასულიერო პირებს გადაამზადებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„კარგია რომ ამ კანონით საპატრიარქოს აქვს უფლება ტყე საკუთრებაში იქონიოს, იმიტომ რომ ფაქტობრივად მონასტრები, რომლებიც ტყეში არიან განლაგებული, ისედაც ტყეს იცავენ. პირველ რიგში იქნება საფარის ტყე, იმიტომ...
სოფლებში ახალციხის მერის წარმომადგენლები, პირის მიერ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზებში მოცემული ტერიტორიის იდენტურობის დამადასტურებელ ცნობას ვეღარ გასცემენ. ამისი უფლება მათ შეეზღუდათ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
მერის წარმომადგენლების უფლებები კანონის შესაბამისად შეეზღუდათ. ამიერიდან, ისინი მიწის წარმომავლობის დადგენასთან დაკავშირებულ ცნობას აღარ გასცემენ. ეს საკითხი, 27 მაისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. მას მხარი 25 დეპუტატიდან 24-მა დაუჭირა.
„კანონთან შესაბამისობაში...
სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტი წელიწად-ნახევარია მზად არის, თუმცა მისი მშენებლობისათვის საჭირო თანხა ჯერ კიდევ ვერ მოიძებნა. ახალციხის საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ მშენებლობის შეფერხება ახალციხის მერიის მიერ შენობის პროექტში თვითნებურად შეტანილმა შესწორებამ გამოიწვია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
მას შემდეგ, რაც 26 მაისს ახალციხეში 9 მოზარდი ძაღლმა დაკბინა, ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის საკითხი საზოგადოებაში კვლავ აქტიური გახდა. პროექტი, რომლის მიხედვითაც შენობა...
ქუთაისის მოქალაქეები 3 თვით დასუფთავების მოსაკრებლისაგან გათავისუფლდნენ.- გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულომ 27 მაისის სხდომაზე მიიღო. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
მარტის აპრილს და მაისის თვის გადასახადს, რომელიც ადგილობრივ მოსაკრებელს წარმოადგენს, მოქალაქეები აღარ გადაიხდიან, ხოლო მათ, ვინც ეს გადასახადი უკვე გადაიხადა, თანხა დეპოზიტზე დაუჯდებათ. ამ შეღავათის შედეგად ადგილობრივი ბიუჯეტი 180 ათას ლარს ვეღარ მიიღებს.
შეღავათები დაუწესდათ სატრანსპორტო, გადამზიდ კომპანიებს, რომლებიც ასევე სამი თვის ადგილობრივ გადასახადს...
წინა სტატია
საპატრიარქომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ოთხი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება, ტყის ახალი კოდექსის დამტკიცებამდე მოითხოვა. ტერიტორიის საერთო ფართობი სამ ჰექტარზე მეტია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ბორჯომში, სოფელ მიტარბში 12 921 კვ.მ ტერიტორიის დაკანონებისთვის, რომელიც მთლიანად ტყითაა დაფარული, საპატრიარქომ საჯარო რეესტრს ორჯერ მიმართა. პირველ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, რადგან საპატრიარქოს არასრულად ჰქონდა წარდგენილი რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები. მეორე განცხადებით საპატრიარქომ საჯარო რეესტრს 2020...
29 მაისიდან ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. როგორც შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის" დირექტორის მოადგილე ირაკლი ცხვედიანი აცხადებს, აღდგება როგორც ავტობუსების, ასევე სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა.
"პირველ ეტაპზე 29 მაისს ავტობუსები გაეშვება, ალბათ, იქვე მოხდება სამარშრუტო ტაქსების გაშვება. რა თქმა უნდა, მთავარი რეკომენდაციაა, პირბადის ტარება. თუ დამატებითი რეკომენდაციები იქნება მოთხოვნილი, მაქსიმალურად დავიცავთ, ეს შეეხება დისტანცირებას და მგზავრთა განლაგებას", - განაცხადა ირაკლი ცხვედიანმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მისი...
ოზურგეთის მერიის დაფინანსებით, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 165-ე და 177-ე საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა გზის საფარი, მიმდინარეობს სკვერის კეთილმოწყობა, რეაბილიტაცია უტარდება სტადიონს.
სამუშაოებს შპს "მშენებელი 2017" ახორციელებს.
ვანის არქეოლოგიური კომპლექსი დამთვალიერებლების მიღებას სავარაუდოდ ივლისიდან შეძლებს. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვანის მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაასრულა. მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია.
ახალ, ოთხსართულიან, შენობაში ასევე მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია და ადმინისტრაციული ოფისი. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს რეაბილიტაცია 1985 წლის მერე პირველად ჩაუტარდა. პროექტის დასრულების შემდეგ,...
მთავრობამ დღეს უძრავი ქონების ანტიკრიზისული პაკეტი წარადგინა, რომლის ჯამური მოცულობაც 434 მლნ ლარია. ამ პაკეტის ფარგლებში თანხა რამდენიმე ძირითადი მიმართულებით განაწილდება, მათ შორისაა იპოთეკური სესხების თანადაფინანსება 5 წლის ვადით (4%-იანი თანამონაწილეობით). ამ მიმართულებაზე 70 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ასევე დაგეგმილია დევნილებისთვის 150 მლნ-ის ღირებულებით უძრავი ქონების აშენება და მათთვის გადაცემა.
კიდევ ერთი მიმართულება, რაც საქართველოს მთავრობამ დაანონსა, უშუალოდ მშენებლობების გარანტირებაა....
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სამგორის რაიონში, საფერავის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.
GWP-ს ცნობით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში საფერავის ქუჩაზე, ასევე საფერავის პირველ და მეორე ჩიხში, 1.5 კმ სიგრძის წყალსადენის ქსელი სრულად შეიცვალა.
მათივე ინფორმაციით, კომპანიამ ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები მოაწყო.
GWP-მ პროექტში 400 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ფიტნეს ტრენაჟორების მოედნების მოწყობა გრძელდება. ბორჯომის მერიის ცნობით, სამუშაოები ქალაქის 3 უბანში ვაშლოვანაში, ახალშენსა და ჩარხისწყალზე და 3 სოფელში- კორტანეთში, ლიბანსა და ანდეზიტში მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტს წლის ბოლომდე კიდევ 7 სავარჯიშო სივრცე შეემატება.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, ქალაქის უბნებსა და სოფლებში 16 მოედანი მოეწყო. პროექტი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებასა და...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაძვირდება.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ისინი ყველა იმ მოთხოვნასა და რეკომენდაციას დაიცავენ, რომელსაც დარგის სპეციალისტების მხრიდან იღებენ.
„მგზავრობის გაძვირებაზე საუბარი არ ყოფილა და არც არის. ავტობუსები მუშაობის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღიურ რეჟიმში დამუშავდება. ჩვენ ყველა იმ მოთხოვნას დავიცავთ, რომელიც დარგის სპეციალისტების მხრიდან მოდის და აუცილებელია პირბადით შესვლა, როგორც მიკროავტობუსში, ასევე ავტობუსსა...
ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მათ შეიმუშავეს სპეციალური პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მშენებლობის დასრულების გარანტიას გულისხმობს და ეს პროგრამა, დაახლოებით, 200 მილიონი ლარის ღირებულებისაა.
მისი თქმით, აღნიშნული პროგრის მიხედვით, თუ მშენებელი სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართობის 30%-ს ვერ გაყიდის თავისუფალ ბაზარზე, სახელმწიფო ამ მოცულობის ფართებს შეიძენს და რა თქმა უნდა, შემდეგ ეს ბინები გამოყენებული იქნება დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების...
საქართველოს ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პრემიერმინისტრის პარლამენტში გამოსვლიდან ანტიკრიზისული გეგმის ნაწილი შეაფასა და იმ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის შემოღების დღიდან მიმართა, ესაა - კომუნალური გადასახადების დაფარვა, ბანკებთან შეთანხმებით სესხების გადავადება და სხვა.
„ახლა უკვე შემდგომი სამი თვის განმავლობაში გვაქვს შეთანხმება ბანკებთან, რომ ფიზიკურ პირებს კვლავ შესთავაზებენ სესხების გადავადებას. პირველ ეტაპზე, 600 000 - მა ფიზიკურმა და 7 500...
„ჩინეთთან საზღვრების ჩაკეტვის გამო გვქონდა შეფერხება რიკოთის მონაკვეთებზე, თუმცა პროექტი არ გაჩერებულა არც ერთი დღით. ცხადია, მოგვიწია ფიქრი კარანტინზე, ტესტირებებზე, რეგულაციების დანერგვაზე, თუმცა, მოვახერხეთ და არ გაგვიჩერებია სამუშაოები,”- განაცხადა ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების დინამიკის შეფასებისას.
მან აღნიშნა, რომ სამუშაოები არ შეჩერებულია არც ერთ დიდ პროექტზე, სადაც საგანგებო ვითარების დროს დასაქმებული იყო 3000-ზე მეტი...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ბროწეულას დასახლებაში, მდინარე ლოჭინზე საავტომობილო ხიდის მშენებლობას და გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა.
„სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. რეკომენდაციების შესრულების და შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის მონიტორინგს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































