მთავრობა 200 მლნ ლარით იმ მშენებლობებს დაასუბსიდირებს, სადაც მ² 1700 ლარზე იაფია

536

მთავრობამ დღეს უძრავი ქონების ანტიკრიზისული პაკეტი წარადგინა, რომლის ჯამური მოცულობაც 434 მლნ ლარია. ამ პაკეტის ფარგლებში თანხა რამდენიმე ძირითადი მიმართულებით განაწილდება, მათ შორისაა იპოთეკური სესხების თანადაფინანსება 5 წლის ვადით (4%-იანი თანამონაწილეობით). ამ მიმართულებაზე 70 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ასევე დაგეგმილია დევნილებისთვის 150 მლნ-ის ღირებულებით უძრავი ქონების აშენება და მათთვის გადაცემა.

კიდევ ერთი მიმართულება, რაც საქართველოს მთავრობამ დაანონსა, უშუალოდ მშენებლობების გარანტირებაა. ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სახელმწიფო იმ მშენებარე პროექტებს, სადაც ერთი კვადრატული მეტრის ფასი 1700 ლარზე ნაკლებია (531 დოლარი დღეს), მოახდენს მშენებლობის ფართის არაუმეტეს 30%-ის გარანტირებას.

ანტიკრიზისულ გეგმაში ეს ინიციატივა ამგვარადაა ჩამოყალიბებული:

• სახელმწიფო, ახალი პროგრამის ფარგლებში, გასცემს შესყიდვის გარანტიას, პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის არაუმეტეს 30% -ზე;
• დეველოპერები გარანტიას მიიღებენ აუქციონის წესით. აუქციონი ტარდება სახელმწიფოს მიერ შესასყიდი 1 კვ.მის ის ფასსზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 700 ლარს;
შესყიდვის გარანტია მოქმედია გარანტიის გაცემიდან 3 წლის განმავლობაში;
•  გარანტია უქმდება, თუ გარანტიის მიმღები ვერ ახდენს პროექტის სრულად დაფინანსების დადასტურებას (financial closing) სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;
• ამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ შესყიდული საცხოვრებელი ბინები ასევე გადაეცემათ დევნილ ოჯახებს;

ბიუჯეტი – 200 მლნ ლარია.