მიწის რეგისტრაცია ორნაირი არსებობს, ერთია სპორადული რეგისტრაცია, როდესაც მიდიხართ თქვენი საბუთებით და თუ ყველაფერი წესრიგშია სახელმწიფო გირეგისტრირებთ მიწას, ხოლო მეორე არის სისტემური რეგისტრაცია - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემა „რა დროს ძილია“-ში განაცხადა. მისი განმარტებით, სისტემური რეგისტრაციის დროს მოსახლეობასთან ერთად ადგილზე ხდება იმის აღწერა, ვის რა მიწა ეკუთვნის. „სისტემური რეგისტრაციაა, როდესაც სახელმწიფო არ გელოდებათ, როდის მოხვალთ თქვენ, არამედ საჯარო...
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან მოლები, ბაზრობები და ღია ტიპის რესტორნები ამოქმედდება. რაც შეეხება, დახურულ სივრცეში რესტორნებსა და სასტუმროებს, მათი ფუნქციონირება 8 ივნისიდან აღდგება. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციები დაამტკიცა, სადაც ყველა ეკონომიკური სუბიექტისთვის სამუშაო პროცესში გასათვალისწინებელი წესებია თავმოყრილი, მათ შორის მოლების, ბაზრობების, რესტორნებისა და სასტუმროებისთვის. კვების ობიექტებისთვის ზოგადი რეკომენდაციები მოიცავს, წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებას...
მცხეთა-მთიანეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რეგიონში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამინისტროს ცნობით, პროექტების ჯამური ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება. შენდება და რეაბილიტაცია უტარდება საბავშვო ბაღებს, სკოლებს, კულტურისა და სპორტის ობიექტებს, უმჯობესდება საგზაო და ტურისტული ინფრასტრუქტურა. მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა...
საქართველოს გაერთიანებული წყლამომარაგების კომპანია ქალაქ თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია–მშენებლობის შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. აღნიშნული პროექტის წინასწარი ეკოლოგიური და სოციალური კვლევის ანგარიშის საჯარო განხილვა კომპანიამ თელავის მოსახლეობასთან უკვე გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყლამომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, ანგარიში აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მომზადდა. შეხვედრას კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, თელავის მერი,...
დედაქლაქის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უძველეს ბაზარში, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობითა და ისნის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მასშტაბური სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს რეკომენდაციებით, ბაზრის ადმინისტრაციამ და პერსონალმა უზრუნველყო სავაჭრო ობიექტის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა, დახლების განახლება, მოსაპირკეთებელი და დასუფთავების სამუშაოების ჩატარება. გაუმჯობესდა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, პერსონალი აღიჭურვა შესაბამისი დამცავი და სადეზინფექციო...
დღეს, 29 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში შპს „ჯი-თი გრუპ“-თან ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ვალდებულია მერიას ISUZU-ს მარკის 5 ახალი ავტობუსი გადასცეს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა, ავტობუსების შესაძენად მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 311 000 ლარი გამოყო. „ავტობუსები, 25 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის“, -...
სიღნაღში ძაღლების თავშესაფარის მეპატრონე მატილდა მირზოევა ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. მატილდა მირზოევას ინფორმაციით, იგი წლებია მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნავს, უპატრონო ძაღლები სახლში მიჰყავს, კვებავს, აცრებს და სტერილიზაციას უკეთებს. მიუსაფარი ცხოველები ქალაქის ცენტრალურ უბანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჰყავს. როგორც ამბობს, ისინი ზოგჯერ გამვლელებს ყეფენ, რის გამოც თითქმის ყოველდღიურად ხდება მოსახლეობის მხრიდან ბულინგის მსხვერპლი. მატილდა მირზოევას განმარტებით, ეს მისი...
ქალაქ ბოლნისში, რევაზ ლაღიძის ქუჩის მაცხოვრებლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს ქუჩაში არსებული სანიაღვრე ქსელის პრობლემის მოგვარების თხოვნით მიმართეს. წვიმიან ამინდში ქუჩის გარკვეული მონაკვეთი წყლით იტბორება, რაც მოქალაქეებს დისკომფორტს უქმნის. დავით შერაზადიშვილი, დღეს სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას პრობლემის შესახებ გაესაუბრა. ვინაიდან კაპიტალური სამუშაოები სახვადასხვა აუცილებელ პროცედურას მოითხოვს,მერის გადაწყვეტილებით, პრობლემის დროებით...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 ვაკანტურ პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა. ვაკანსია გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე: გორის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; გორის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის IV რანგის II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი; გორის მუნიციპალიტეტის...
ხევი-უბისას მონაკვეთზე სოფელ ხევთან პირველი 180 მეტრიანი გვირაბი გაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს. რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას მონაკვეთზე აშენდება 12.2 კმ-იანი ცემენტო-ბეტონის 4ზოლიანი გზა, 37 ხიდი და 20 გვირაბი. პროექტის ფარგლებში 5000 ადამიანი დასაქმდა. დასაქმებულთა 70-80% საქართველოს მოქალაქეა. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი, მშენებლობა ეტაპობრივად 2022...
ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის IV მ.რ. V კორპუსის წინ 2 000 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება საბავშვო გასართობი ატრაქციონები და დასასვენებელი პავილიონი. თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო სარწყავი სისტემა, ბალახის საფარი, ფილები და ბორდიური. ამ ეტაპზე, იშლება შავი მიწა და გარე განათების ქსელი მონტაჟდება. ასევე, მოეწყობა საპარკე ინფრასტრუქტურა. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე...
ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს მცხოვრებლებს წყლის პრობლემა აქვთ. რამდენიმე ოჯახი წლებია ერთადერთი წყაროთი სარგებლობს. ამის შესახებ ინფორემაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. დასალევად და საჭმლის მოსამზადებლად  წყალს ყოველდღიურად, საკმაოდ შორი მანძილიდან ეზიდებიან. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ყოფილი  მეურნეობის ბინებში მცხოვრები ოჯახების გარდა,  იგივე პრობლემა, სოფელ მუხაესტატეში მცხოვრებ  დაახლოებით 450-ოჯახსაც აქვს. ამ სოფლებში ჭაბურღილები ორმა კომპანიამ ააშენა, ქობულეთის მერიაში კი ამბობენ, რომ ეს ოჯახები, ზენითის სათავე...
ფოთში, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს. ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა საკრებულოს 18-მა წევრმა მიიღო, აქედან 13-მა დეპუტატმა თორნიკე შონიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხს მხარი დაუჭირა, 5 კი წინააღმდეგი იყო. ოპოზიციამ განმარტება მოითხოვა, თუ რატომ გახდა საჭირო აღნიშნული პოსტიდან თორნიკე შონიას გაშვება და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება...
სამი ჰექტარი ტერიტორია, რომელიც საპატრიარქომ სოფელ უდეში მოღვაწე სასულიერო პირს, გრიგოლ ქურციკიძეს (ერისკაცობაში ირაკლი ქურციძე) გადასცა, 2019 წლამდე სახელმწიფო ტყის ფონდში შედიოდა. დარეგისტრირებიდან 5 თვეში საპატრიარქომ ნაკვეთი სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით გადაუფორმა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ნაკვეთი ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბენარასთან, ცენტრალურ საავტომობილო გზასთან მდებარეობს. ის საპატრირქომ 2019 წლის სექტემბერში დაიკანონა. საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრება...
ზუგდიდში მუშაობა განაახლა, როგორც მუნიციპალურმა ავტობუსებმა, ასევე მიკროავტობუსებმა. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას მოქალაქეებმა პირბადეები უნდა ატარონ. ამასთან, აკრძალულია ფეხზე დგომა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა მძღოლებს ევალებათ. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს. ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ მუნიციპალური ავტობუსები ჩვეული გრაფიკით მოძრაობენ. მათივე ცნობით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები სისტემატურად ჩაუტარდება.
წინა სტატია ბოდბელი ეპიკსოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, შევარდნაძის დროს ხე-ტყეს „მხედრიონი“ და პოლიცია კურირებდნენ, სააკაშვილის დროს კი, ვანო მერაბიშვილი. სასულიერო პირი კითხულობს რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს ტყე, მაშინ როცა საჭიროების შემთხვევაში მზად არიან ისევ სახელმწიფოს და ხალხს დაუბრუნონ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. „მერაბიშვილი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? აბა, ჩადით ბორჯომში, მანახეთ, თუ არის დარჩენილი ის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ