ხევი-უბისას მონაკვეთზე პირველი 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა

825

ხევი-უბისას მონაკვეთზე სოფელ ხევთან პირველი 180 მეტრიანი გვირაბი გაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.

რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას მონაკვეთზე აშენდება 12.2 კმ-იანი ცემენტო-ბეტონის 4ზოლიანი გზა, 37 ხიდი და 20 გვირაბი. პროექტის ფარგლებში 5000 ადამიანი დასაქმდა. დასაქმებულთა 70-80% საქართველოს მოქალაქეა.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი, მშენებლობა ეტაპობრივად 2022 წელს დასრულდება.

პროექტის ფარგლებში საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საკუთარი ნაწარმის გაყიდვის საშუალება ექნება, სავაჭრო მოედნები მოეწყობა სურამში, შროშასა და ზესტაფონში, სოფელ ხევში, აშენდება საზოგადოებრივი ცენტრი და ახალი საბავშვო ბაღი.