გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 ვაკანტურ პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა.
ვაკანსია გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე:
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის IV რანგის II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე: www.HR.gov.ge უნდა გაიარონ.