ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს მცხოვრებლებს წყლის პრობლემა აქვთ. რამდენიმე ოჯახი წლებია ერთადერთი წყაროთი სარგებლობს. ამის შესახებ ინფორემაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
დასალევად და საჭმლის მოსამზადებლად წყალს ყოველდღიურად, საკმაოდ შორი მანძილიდან ეზიდებიან. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ყოფილი მეურნეობის ბინებში მცხოვრები ოჯახების გარდა, იგივე პრობლემა, სოფელ მუხაესტატეში მცხოვრებ დაახლოებით 450-ოჯახსაც აქვს.
ამ სოფლებში ჭაბურღილები ორმა კომპანიამ ააშენა, ქობულეთის მერიაში კი ამბობენ, რომ ეს ოჯახები, ზენითის სათავე ნაგებობიდან შუუფერხებლად მარაგდებიან.