სიღნაღში ძაღლების თავშესაფარის მეპატრონე მატილდა მირზოევა ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
მატილდა მირზოევას ინფორმაციით, იგი წლებია მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნავს, უპატრონო ძაღლები სახლში მიჰყავს, კვებავს, აცრებს და სტერილიზაციას უკეთებს.
მიუსაფარი ცხოველები ქალაქის ცენტრალურ უბანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჰყავს. როგორც ამბობს, ისინი ზოგჯერ გამვლელებს ყეფენ, რის გამოც თითქმის ყოველდღიურად ხდება მოსახლეობის მხრიდან ბულინგის მსხვერპლი.
მატილდა მირზოევას განმარტებით, ეს მისი მოვალეობა არ არის და ამაზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა იზრუნოს. მერის განხადებით კი, ეს პრობლემა მაშინ მოგვარდდება, როდესაც კახეთში ძაღლების თავშესაფარის მშენებლობა დასრულდება.