European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში – ევროპაში კორონავირუსისგან ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად თბილისი და ბათუმი დასახელდა (European Safest Destination 2020). რეიტინგის მიხედვით, 1 ადგილი თბილისმა, ხოლო მე-7 ადგილი ბათუმმა დაიკავა. ინფომაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
შეფასებაში წერია, რომ საქართველო საზღვრებს პირველ ივნისს გახსნისს და შესაბამისად , მოგზაურების დასაცავად, უსაფრთხოების ნორმებს ნერგავს.
“ბათუმი საოცარი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც დასამახსოვრებელ ემოციებს დაგიტოვებთ. ბათუმში თითქმის შეუძლებელია...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მდებარე ციხე-გალავნის რეაბილიტაცია უკვე დაიწყო. დაგეგმილია კომპლექსის აღდგენა, ნაგებობის ეზოში კი საგამოფენო დარბაზი, საოფისე სივრცე, მოსასვენებელი, საინფორმაციო ცენტრი და ამფითეატრი მოეწყობა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღსადგენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გამოყოფილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყება და ორ ეტაპად განხორციელდება.
სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი. რწმუნებულის თქმით,...
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ სწავლა სკოლებში დაგეგმილ დროს, სექტემბრის შუა რიცხვებში არ დაიწყოს.
როგორც ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, უწყებაში მიიჩნევენ, რომ სასწავლო პროცესმა შეიძლება გადაიწიოს.
„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ სასწავლო პროცესი შეიძლება გადაიწიოს, თუმცა, ვემზადებით იმისთვის, რომ როგორც ახლა, ასევე სექტემბერში მოგვიწევს კოვიდთან ერთად თანაცხოვრება. შესაბამისად, ჩვენი...
საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საყოველთაო სახალხო განხილვა 4 ივნისს სატელევიზიო ფორმატში გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კითხვები დაუსვან კომისიის წევრებს, რომლებიც მათ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებენ.
"კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, შექმნილია საკონსტიტუციო კომისია. საერთო- სახალხო განხილვებს რაც შეეხება, 4 ივნისს გაიმართება პირდაპირი ტრანსლაცია, საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს...
დიდუბის რაიონის გამგეობა ჭიაურელის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს. თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოები 9 650 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს და ასფალტის ორი ფენა მოეწყობა. პროექტის მიხედვით, ასევე, იცვლება ტროტუარი და ბორდიური.
ჭიაურელის ქუჩაზე ასფალტის მოწყობის სამუშაოებს კომპანია „ბი ემ სი“ 480 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს. მიმდინარე პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, საკრებულოს დიღმის მაჟორიტარ დეპუტატთან, თარაშ შურღაიასთან ერთად გაეცნო და...
მცხეთაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, რეაბილიტაცია უტარდება შიდა საუბნო და დასახლებებს შორის დამაკავშირებელ გზებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, პირველ მოადგილესთან მანანა ნარიმანიძესთან და მცხეთის მერის პირველ მოადგილესთან გივი გიუტაშვილთან ერთად, სოფელ აღდგომლიანთკარის შიდა გზების მოასფალტების პროცესს გაეცნო.
სამუშაოები კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად,...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კრიხი-სხვავას დამაკავშირებელი გზის მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულების ფაზაშია. როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ღირებულება 480 000 ლარს შეადგენს.
სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე მიმდინარე სამუშაოებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან გიორგი დონაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
"აღნიშნული გზა სამ სოფელს კრიხს, სხვავას და ფუტიეთს რაიონულ ცენტრთან აკავშირებს....
ეს არის ქვეყნისთვის უაღრესად დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, - ასე აფასებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში პარლამენტის მიერ „ტყის კოდექსის“ დამტკიცებას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ქნირშმა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე განსაკუთრებული ყურადღება 3 მლნ ჰექტარ ტყის ფართობს მიექცევა, რაც მნიშვნელოვანია.
„მოხარული ვარ, საქართველოს პარლამენტის მიერ „ტყის კოდექსის“ დამტკიცების გამო. მნიშვნელოვანია, რომ...
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, 300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფომ ტექნიკის შეძენაში ფერმერების დასახმარებლად 6 მილიონი ლარი გამოყო.
მათივე ცნობით, პროგრამის მიმართ უპრეცედენტოდ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა. რეგისტრაციის გამოცხადებიდან 2 საათში 339 განაცხადი დარეგისტრირდა, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა, 300-ზე მეტი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებით შეძენას ეხება.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფერმერები პროექტში რეგისტრაციასთან დაკავშირებით განაცხადს...
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისი მუშაობას დღეიდან ეტაპობრივად განაახლებს, მათ შორის, გაიხსნება მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები თბილისის ათივე გამგეობაში.
დღეიდან ასევე აღდგება თბილისის მერიაში შესული ადმინისტრაციული ერთეულების საჩივრების განმხილველი, კულტურული ღონისძიებების დაფინანსებისა და დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის სხდომები.
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსი კიდევ 4 პირს დაუდასტურდა, - ამის შესახებ ე.წ. „რესპუბლიკის“ მთავარმა ექიმმა ანა გაგლოევამ „სპუტნიკ-ოსეთიას“ განუცხადა.
მისივე თქმით, ოთხივე დაინფიცირებული პირი საკარანტინო სივრციდან არიან.
„კორონავირუსი ოთხ ადამიანს დაუდასტურდა, რომელიც ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა. სამი მათგანი კურსანტია,“ - განაცხადა გაგლოევამ.
ცნობისათვის, ოფიციალური მონაცემებით, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 42 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 30 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაწერეს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში COVID-19-ით ინფიცირების პირველი...
საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვისთვის ცხელი ხაზი - 111 დღეიდან სრული დატვირთვით ამოქმედდა. აღნიშნულის შესახებ დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ცხელი ხაზი უკვე ერთი თვეა სატესტო რეჟიმში მუშაობს და ამ ხნის მანძილზე დახმარების თხოვნით 471 ზარი შევიდა, საიდანაც 249 შემთხვევაში ბავშვებს დახმარება უკვე გაეწიათ.
„მინდა ძალიან მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ გითხრათ, რომელთან დაკავშირებითაც თავდაუზოგავად იმუშავა გასული ორი თვის...
წინა სტატია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 10 ივნისის ჩათვლით დაფნარის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
„ქუთაისის შემოვლითი გზის-სამტრედიის მონაკვეთების 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზებისთვის, მე-4 ლოტზე მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, 10 აპრილის 16:00 საათიდან, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 259 მონაკვეთზე არსებული დაფნარის სატრანსპორტო კვანძიდან ამავე საავტომობილო გზის 248-ე კმ-ზე...
ბათუმის ცამეტი საჯარო სკოლის მზის ელექტროსადგურებით აღჭურვა მალე დაიწყება. დეტალებთან დაკავშირებით საჯარო სკოლების დირექტორებს აჭარის განათლების სამინისტროში სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლები შეხვდნენ.
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და ლიეტუვური კომპანია „ვია სოლისის“ პარტნიორობით შემუშავებულმა პროექტმა ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა.
მზის ელექტროსადგურების პროექტის განხორციელებით, სკოლებს მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ ელექტროენერგიის გადასახადი. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს,...
ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების პაკეტის გაცნობამ საზოგადოებაში კიდევ ერთხელ გააქტიურა თვითდასაქმების და ზოგადად, არაფორმალური დასაქმების საკითხი, რომლის მოგვარებას სახელმწიფო ეტაპობრივად ცდილობდა. გასულ წელს, თბილისის მერიის მიერ განხორციელებული ტაქსების რეფორმის ფარგლებში, 16 500 ადამიანი გადავიდა არაფორმალურიდან ფორმალურად დასაქმებულთა სექტორში.
„ძალიან მნიშნელოვანია რეფორმა, რომელიც შედგა და განხორციელდა. ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა და კომუნიკაცია გვქონდა ამ სექტორის წარმომადგენლებთან. ბევრ თემას მათთან ერთად გავდიოდით...
პარლამენტმა „ტყის კოდექსის“ და მისი თანხმლები საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. სხვა რიგ სიახლესთან ერთად, ტყის ახალი კოდექსის თანახმად, 2023 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ე.წ. სოციალური ჭრის პრაქტიკა აღარ იარსებებს და მოქალაქეები სპეციალური ბილეთის საფუძველზე ტყეში შესვლასა და შეშით უზრუნველყოფის მიზნით ხე-ტყის დამზადებას ვეღარ შეძლებენ.
ახალი კოდექსით ხე-ტყის რეალიზაცია ე.წ. საქმიანი ეზოებიდან მოხდება, რომელსაც სატყეო სააგენტო შექმნის და ხე-ტყეც უწყების მიერ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































